მესამე წელია HR hub – მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა.ინოვაციური სასწავლო ცენტრი უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და მოქმედ HR მენეჯერებს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და ახალ-ახალი ცოდნის მიღებით, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
ახლა კი, გვინდა მოგიყვეთ ჩვენი პრაქტიკული, განვითარებაზე ორიენტირებული კურსის “ადამიანური კაპიტალის მართვა 2023” შესახებ, რომელიც შევქმენით HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
კურსი მოიცავს ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს.
ვინ იქნება ტრენერი?
კურსს გაუძღვება თიკო ჯანაშვილი. Grenoble School of Management – ის მაგისტრი. Helmes Georgia – ს ადამიანური კაპიტალის მართვის მენეჯერი. 2011-2022 წლებში მუშაობდა Japan Tobacco International – ში People & Culture Business Partner – ის პოზიციაზე. ორივე კომპანია მრავალი წელია ტოპ დამსაქმებლის სტატუსს ფლობს.
ვისთვისაა კურსი?
კურსი განკუთვნილია:
- მოქმედი HR მენეჯერებისთვის, რეკრუტერებისთვის;
- დამწყები HR სპეციალისტებისთვის;
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
დარეგისტრირდით 12 სექტემბრამდე: https://forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7
და მობრძანდით უსაზღვრო შესაძლებლობების HR სამყაროში.
როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?
კურსი დაიწყება 12 სექტემბერს და მოიცავს 8 შეხვედრას, რომელიც სამშაბათსა და პარასკევს 19:00 საათზე სასტუმრო ეპიზოდში პეკინის 41 (გაგარინის მოედანზე) ჩატარდება. თოთოეული ლექცია 2 საათიანია.
სილაბუსი
შეხვედრა 1 12 სექტემბერი (2 საათი) 19:00
- ადამიანური კაპიტალის მართვა – მეცნიერება ადამიანზე, ზრუნვაზე, დაფასებაზე და სიყვარულზე;
- HR ბიზნეს პარტნიორის როლი და ფუნქციები;
- დამსაქმებლის ბრენდი;
- სტრატეგიული HR.
შეხვედრა 2 15 სექტემბერი (2 საათი) 19:00
- სამუშაო აღწერილობის მომზადება;
- ტალანტების მოზიდვა და შერჩევის სწორი მეთოდები;
- გასაუბრება;
- ახალი თანამშრომლის პირველი შთაბეჭდილება და შეხვედრა გუნდთან. ონბორდინგი;
- პროფაილინგი.
შეხვედრა 3 19 სექტემბერი (2 საათი) 19:00
- HR ადმინისტრირება.
შეხვედრა 4 22 სექტემბერი (2 საათი) 19:00
- სამოტივაციო სისტემები;
- კომპენსაციები და ბენეფიტები.
შეხვედრა 5 26 სექტემბერი (2 საათი) 19:00
- სამუშაო ეფექტინაობის მართვა;
- თანამშრომელთა ბედნიერების ინდექსი.
შეხვედრა 6 29 სექტემბერი (2 საათი) 19:00
- თანამშრომლების ჩართულობის კვლევები და კვლევის შედეგების დამუშავება.
შეხვედრა 7 3 ოქტომბერი (2 საათი) 19:00
- კორპორატიული კულტურა;
- მრავალფეროვნება და ინკლუზია;
- უკუკავშირის კულტურა;
- დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო გარემო.
შეხვედრა 8 6 ოქტომბერი (2 საათი) 19:00
- შეფასების სისტემა;
- სწავლება და განვითარება.
რა პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს კურსი?
კურსი მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ კომპონენტებს: გასაუბრების სიმულაცია, პროფაილინგის დემოები, HR კვლევები, EVP, განვითარების გეგმა პრაქტიკაში და ა.შ.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?
კურსის ღირებულებაა 830 ლარი დღგ-ს ჩათვლით. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
ონლაინ იქნება თუ პირისპირ?
ლექციები ჩატარდება პირისრპის, თუმცა შესაძლებელია კურსის ონლაინ გავლაც. არჩევანი თქვენზეა.
გაიცემა სერტიფიკატი?
სერტიფიკატი გაიცემა.
რატომ HR მენეჯერის პროფესია?
მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, HR მენეჯერებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, ასევე მზარდია ფასეულობა, რასაც ისინი ორგანიზაციისთვის ქმნიან, შესაბამისად იმატებს სახელფასო ანაზღურებაც.
HR მენეჯერის, როგორც HR ბიზნეს პარტნიორის როლი და ფუნქცია ორგანიზაციაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი Top მენეჯმენტთან ერთად ზრუნავენ ორგანიზაციის ზრდასა და წარმატებაზე და მის ყველაზე ფასეულ აქტივზე – ადამიანურ კაპიტალზე.
იჩქარეთ! კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.