HR hub-ის ორგანიზებით, 18 ნოემბერს, 16:00სთ-დან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში, ყოველწლიური “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება.
თუ თქვენს კომპანიას HR მენეჯერებისთვის საინტერესო კორპორატიული შეთავაზებები აქვს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.
შემოგვიერთდით, პირისპირ შეხვდით მიზნობრივ აუდიტორიას, გაუკეთეთ პროდუქტის/სერვისის კორპორატიული შეთავაზებები და გაზარდეთ გაყიდვები!
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად?
დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე 15 ნოემბრამდე და დაგიკავშირდებით: forms.gle
- გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის ღირებულებაა 745 ლარი + დღგ
- სტარტაპისთვის – 495 + დღგ.
- სასტუმრო “პულმანში” გამოფნისთვის განკუთვნილ სივრცეში თქვენი სტენდისთვის ადგილის გამოყოფას. სტენდს მოაწყობთ თქენი სურვილისამებრ და წარმოადგენთ პროდუქტს/მომსახურებას;
- ადგილზე დაგახვედრებთ ინვენტარს (მაგიდა და 2 სკამი);
- ადგილზე საპრომოციო მასალის გავრცელება სურვილისამებრ;
- ღონისძიების ძირითად ანონსში მონაწილე კომპანიებს შორის დასახელებას და დალინკვას თქვენს გვერდზე.
- თქვენი 2 წარმომადგენლის უფასოდ დასწრება.
ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირდნენ და მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიები:
- პიელ ნატურალსი – წარმოდგენილი გვექნება ჩვენი ბესტსელერი პროდუქტებისგან შემდგარი სტენდი. ასევე, ადგილზე დაგხვდებათ ტესტერები და დატესტავთ თქვენთვის საინტერესო ყველა პროდუქტს. ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ სპეციალურ კორპორატიულ შეთავაზებებს.
- Tibaaneli – ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ ჩვენს ღვინოებს, რომლების დაგემოვნების შესაძლებლობაც გექნებათ.
- Aromaco და Laline გაერთიანდნენ, რათა შემოგთავაზონ განსაკუთრებული და მრავალფეროვანი საახალწლო და კორპორატიული საჩუქრები თქვენი თანამშრომლებისთვის და ბიზნეს პარტნიორენისთვის, რომლებიც საუკეთესოს იმსახურებენ.
- შპს კალდი კოფი – Varanini ყავის იტალიური გემო და არომატი. ჩვენს სტენდთან დაგხვდებათ პრემიუმ ხარისხის მარცვლების ყავა.
- შპს აფფროფერთი – ჩვენ ვართ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია “არტე”, რომელიც გთავაზობთ ბრენდირებულ პროდუქციას თქვენი კომპანიისთვის.”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. ‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს. ”არტე” გამოირჩევა ხარისხისით და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რომელიც აღნიშნულ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.რაც შეეხება შეთავაზებას, ჩვენ კომპანიიებისთვის გვექნება საახალწლო ბოქსების, საჩუქრების და ბრენდირებული უნიფრომების შეთავაზება სპეციალური ფასით. ბრენდირებულ პროდუქციას წარმოვადგენთ გამოფენაზე და სპეციალურ შეთავაზებას კომპანიებისთვის.
- Kass Land – ეკო ტურიზმი: დაცული ტერიტორია – წალკის კანიონი, პროექტის სიმბოლო -კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრის სიგრძის ბრილიანტის ხიდი, სასტუმრო კომპლექსი – 55 ნომრით, 62 ვილჰაუსი, ექსტრემალური ატრაქციები( ზიპ ველოსიპედი, გიგანტური საქანელა). ატრაქციონების პარკი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
- Snacky – საქართველოში ვაწარმოებთ მიწისთხილის კარაქს, დანამატების გარეშე. არის ჯანსაღი და გემრიელი, დამზადებულია მხოლოდ 100% არაგენმოდიფიცირებული მიწისთხილის მარცვლებისგან, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. გვაქვს როგორც კრემისებრი, ისე ხრაშუნა ტექსტურით 1 კილოგრამიანი და 400 გრამიანი ქილებით. წელს დავამატეთ 50 გრამიანი შეფუთვა, რომელიც სატარებლად და გამოსაყენებლად ძალიან პრაქტიკულია.
- CN Group – შენი სანდო პარტნიორი ჩინეთში! ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის მოძიებას/დამზადბას ჩინეთში სანდო მწარმოებლისგან და ხარისხის კონტროლს.
- Funwell AI – Funwell AI — არის ინტერაქტიული ფოტოაპარატი, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს გადაიღონ სუპერ-მხიარული ფოტოები სხვადასხვა სტილში, მაგრამ ერთი თემატიკით — იქნება ეს კორპორატიული, ქორწილი , დაბადებისდღე, ნათლობა თუ ნებისმიერი ტიპის ივენთი.
- Day Maker – ეს არის გემოვნებით ორგანზებული და შერჩეული კორპორატიული ღონისძიება/საჩუქრები, ქორწილი, დაბადების დღე, საბავშვო გასართობი ღონისძიება და ნებისმიერი სახის ღონისძიების გაფორმება / დეკორაცია.
- შენი ბარი – ბარის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს: გახსნის ცერემონიებს, კერძო წვეულებებს, ბიზნეს შეხვედრებს, თიმბილდინგებსა და კორპორატიულ წვეულებებს პროფესიონალური ბარის მომსახურებით.
- შპს ვუდთინსი – ვუდთინსი არის ბრენდი ემოციებზე. ჩვენი მიზანია, ადამიანების ემოციები და განწყობა მატერიალიზდეს აქსესუარების სახით, რომელიც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. გვჯერა, რომ ვუდთინსი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საყვარელი სასაჩუქრე იდეაა ადამიანებისთვის, რადგან ისინი ჩვენი პროდუქტებით ერთმანეთს, ყველაზე ღირებულს, ემოციებს უზიარებენ. სტენდზე წარმოდგენილი გვექნება საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებები და სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები კომპანიებისთვის. თემატური შინაარსის აქსესუარები.
- მირაბალდები – „მირაბალდები“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და ჩვენს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ნივთები — ჩანთები, სანიშნეები, მაისურები და სხვა ატარებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ მისიას: გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება ძალადობის მსხვერპლი ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების დაფინანსებას.
- თრიდიზაინი – შეარჩიეთ ჩვენთან ახალი წლის განწყობით შთაგონებული კორპორატიული სასაჩუქრე ყუთები!
- Geosoft
- Kadaria Events –
- DGN Consulting – ბიზნეს კონსალტინგი და ფინანსური სერვისები.
- Flowmaster – ფლომასტერი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.
- Gaamos – ორცხობილები, მასტერკლასები, შემოქმედებითი ბოქსები.
- უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
- HR სკოლა – HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს სთავზობს HR მენეჯერებს და ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
- ჩაროზი • charozi – ჩვენ წარმოვადგენთ ბრენდს ჩაროზი — თანამედროვე ქართულ ტკბილეულს, რომელიც ტრადიციულ რეცეპტებზეა დაფუძნებული.
წელს გელოდებათ საახალწლო ტკბილეულის ბუკეტები, ტკბილი ნაძვის ხე, სიურპრიზით სავსე ხელთათმანები, სხვა და სხვა სასაჩუქრე ნაკრებები და მრავალი სხვა სიახლე. - გასტრონომი – საუკეთესო სასაჩუქრე პროდუქტები და სეტები ახალი წლისთვის!
თუ თქვენც დაინტერესებული ხართ HR Expo – ში მონაწილეობით ან ღონისძიების სრული სასპონსორო შემოთავაზებით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
როგორ დავრეგისტრირდეთ, როგორც ვიზიტორი?
ამისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: hrhub.ge/hr-teams
მიზანი და ფორმატი
ღონისძიება გამოფენის ფორმატში ჩატარდება და მისი მიზანია HR სერვის პროვაიდერებისთვის გაყიდვების ხელშეწყობა და HR მენეჯერებისთვის კი წლის განმავლობაში და საახალწლოდ საუკეთესო HR სერვისების (ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი, რომლის შესყიდვასაც კორპორატიულად აწარმოებენ) შესახებ შეთავაზებებზე ინფორმაციის მიწოდება.
ერთ სივრცეში სხვადასხვა კომპანიას შესაძლებლობა ექნება ექსპოს/გამოფენის ფორმატში წარმოადგინოს სასურველი პროდუქტი, სერვისი.
წინა საახალწლოდ HR პროფესიონალები ყოველთვის ეძებენ სივრცეებს კორპორატიული ღონისძიებისთვის, ივენთ კომპანიებს, საჩუქრებს და ა.შ. ჩვენ გაგიმარტივებთ კომუნიკაციას. ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა კომპანიის 100-მდე HR მენეჯერი. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კორპორატიულ შეთავაზებაზე გააკეთონ არჩევანი.
თქვენი მთავარი საზრუნავი იქნება, საუკეთესოდ წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი და აწარმოოთ მოლაპარაკებები, გამართოთ ბიზნეს შეხვედრები და ამ გზით გაზარდოთ გაყიდვები.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კორპორატიულ მარკეტში:
- გაყიდვების ხელშეწყობა;
- წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი, სერვისი, სპეციალური შეთავაზებები, რომელიც გსურთ, რომ HR პროფესიონალებს შესთავაზოთ;
- წინასწარ გვწერთ სასურველი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებთან შეხვედრაც გსურთ;
- გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია და B2B შეხვედრებუ სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერთან.
გარდა გამოფენისა, HR მენეჯრებისთვის და დირექტორებისთვის გაიმართება ღონისძიება და სხვადასხვა საინტრესო თემით მთავარ სცენაზე სპიკერები გამოვლენ.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობა შეუძლია ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კორპორატიული შეთავაზება.
ვინ მოვა:
ღონისძიებას დაესწრებიან კორპორატიულ შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირები 100-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი:
- HR დირექტორები/HR მენეჯერები
- კომპანიების დამფუძნებლები და დირექტორები
- C-Suite – TOP მენეჯერები.
საორგანიზაციო დეტალები:
- გექნებათ თქვენი სივრცე სტენდის მოსაწყობად: 4 კვ.მ
- ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი გაცნობისა და B2B მოლაპარაკებებისთვის.
როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:
შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ კომპანია და თქვენი შეთავაზებები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Grant Thornton Georgia, Episode, Geosoft და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.
გადახედეთ წინა წლის კორპორატიული მარკეტის გალერეას, სტენდების განლაგებას, დიზაინს: https://www.facebook.com/media/set/?set=a.901671025449648&type=3 და შემოგვიერთდით თქვენც!







