შემოგვიერთდით

20 აგვისტოს HR მენეჯრები “HR შატალოზე” მიდიან!

HR hub-ის ორგანიზებით, 20 აგვისტოს, 17:00 სთ-ზე ,,თამაშობანაში “HR შატალო”  ჩატარდება.

HR hub და “თამაშობანა” დამეგობრდნენ და თქვენთვის დაუვიწყარი, სახალისო ღონისძიება დავგეგმეთ, რაც ბავშვობაშიც დაგვაბრუნებს და თან საქმიან თემებზეც ვისაუბრებთ.

განრიგი:

  • 17:00-17:05 ღონისძიების გახსნა
  • 17:05-17:10 ნინი ჩიქოვანი – თამაშობანას დამფუძნებელი
  • 17:10 – 17:40 თამარ კელენჯერიძე –  თემა: გეიმიფიკაციის გავლენა მოტივაციაზე და როგორ შევამციროთ გადინება თამაშის ელემენტების გამოყენებით.
  • 17:40- 18:10 ხათუნა მდინარაძე – თემა: „ნეირო-რესტარტი: როცა ტვინი ისვენებს, გუნდი ძლიერდება“ – შვებულება/დასვენება როგორც მენეჯმენტის სტრატეგიულ ნაწილი.
  • 18:10- 19:30 კულინარიული ვორქშოპი.

მისამართი:

მზიურის პარკი, “თამაშობანას” სივრცე https://maps.app.goo.gl/GGnFom4xQXuafKSz5
დასწრების ღორებულებაა 70 ლარი.
ადგილები შეზღუდულია — არ გამოტოვო HR-ების ყველაზე სახალისო შეხვედრა!
ბილეთების შესაძენად, დარეგისტრირდით ბმულზე: HRforms.gle

ვინც შვებულებაში ჯერ არ გასულხართ, შემოგვიერთდითნ HR შატალოზე!

ღონისძიების მიზანია HR მენეჯერებისთვის “თამაშ-თამაშით” ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება,  ნეთვორქინგი, მხიარული გამოცდილების მიღება, რომელიც შემდეგში თანამშრომლებისთვის თიმბილდინგ აქტოვობების დაგეგმავასა და მათ მოტივირებაში დაეხმარებათ.

გავერთოთ ერთად და თან სპიკერის საინტერესო გამოსვლებს მოვუსმინოთ!

ღონისძიების მთავარი თემაა: მოტივაცია, თიმბილდინგი, გუნდურობა და შვებულების მაგიური ძალა, რადგან შვებულება მხოლოდ დასვენება კი არა, გუნდის გაძლიერების შესაძლებლობაცაა.

ერთად ვიმსჯელებთ:

  1. როგორ შევინარჩუნოთ გუნდში მოტივაცია?
  2. რატომ არის შვებულება აუცილებელი გუნდისთვის ახალი ენერგიის მისაღებად?
  3.  როგორ ვხედავთ დასვენებას როგორც მენეჯმენტის სტრატეგიულ ნაწილს;
  4. რა გავლენა აქვს შვებულებას ემოციურ გამოფიტვაზე (burnout) და თანამშრომელთა შენარჩუნებაზე;
  5. როგორ დავგეგმოთ თიმბილდინგი ისე, რომ მას მართლა ჰქონდეს ეფექტი?

თამაშობანას თეატრის სივრცეში მოუსმენთ სპიკერებს.

ვინ იქნებიან სპიკერები

თამარ კელენჯერიძე – ფსიქოლოგი, WOP-P პროგრამის მაგისტრი, LEGO® SERIOUS PLAY-ს სერტიფიცირებული ფასილიტატორი, Erasmus University Rotterdam-სა და Wharton School Online-ის გეიმიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი.
თემა: გეიმიფიკაციის გავლენა მოტივაციაზე და როგორ შევამციროთ გადინება თამაშის ელემენტების გამოყენებით.
ხათუნა მდინარაძე – პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მენტორი და ფსიქოკონსულტანტი
თემა: „ნეირო-რესტარტი: როცა ტვინი ისვენებს, გუნდი ძლიერდება“ – შვებულება/დასვენება როგორც მენეჯმენტის სტრატეგიულ ნაწილი.

ზუსტად რა გელოდებათ ” HR შატალოზე?

კულინარიული ვორქშოპი

SMEG-ის ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში გავაკეთებთ ფერადი პასტების ვორქშოპს. ერთად მოვამზადებთ ცომს, შევარჩევთ ფერებს, გავატარებთ SMEG-ის pasta roller&cutter-ში, ბოლოს კი გემრიელ სოუსთან ერთად მივირთმევთ.

თამაშობანას შესახებ:

თამაშობანა მულტიფუნქციური საოჯახო სივრცეა მზიურში, რომელიც 2025 წლის მაისში გაიხსნა.

თამაში უნიკალური გზაა გუნდების წინაშე არსებული გამოწვევების, ხალისიანად გადასაჭრელად და ზოგჯერ უბრალოდ ყოველდღიური სირთულეებისგან ამოსასუნთქად, ამიტომ შექმნეს „შატალო“ – უნიკალური თიმბილდინგ პროექტი გუნდებისთვის.

HR-ები შატალოზე თამაშობანაში!

შემოგვიერთდით!