შემოგვიერთდით

HRshop.ge – HR მენეჯერებისთვის ერთიანი შოპინგ პლატფორმა შეიქმნა

HR hub – მა საქართველოში პირველად, HR მენეჯერებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შესყიდვის ერთიანი ონლაინ პლატფორმა HRshop.ge შექმნა.

HR მენეჯერებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით ერთიან პლატფორმაზე დაათვალიერონ, გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ, ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად.

ხშირად მოგვმართავდნენ და სოციალურ ქსელში გვწერდნენ რეკომენდაციების შესახებ, მაგ. სად შევიძინოთ HR სოფტები, რომელ ქეითერინგის ან სადაზღვევო კომპანიას მირჩევდით და ა.შ სწორედ ამიტომ შევქმენით HRshop.ge, სადაც ყველა რჩეულ სერვისს/პროდუქტს ერთ სივრცეში ნახავთ.

კატეგორიები:

  • COVID-19 ნივთები თანამშრომლებისა და ოფისისთვის;
  • ქეითერინგი;
  • თიმბილდინგი;
  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • საკონფერენციოები, საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეები;
  • HR სოფტები;
  • შრომის უსაფრთხოება;
  • HR საკონსულტაციო/რეკრუტინგული მომსახურება;
  • ივენთ კომპანიები;
  • საოფისე ნივთები;
  • ტრანსპორტი;
  • სასაჩუქრე ნივთები;
  • სხვა.

HRshop.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ ონლაინ მარკეტინგული მომსახურებით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სერვისი/პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით შესთავაზონ HR სფეროს პროფესიონალებს.

პლატფორმა მუდმივად გაუმჯობესდება და დაიხვეწება. შესაბამისად, ვებ-გვერდს ყოველდღიურად დაემატება ახალი პროდუქტები, სერვისები სპეციალური შეთავაზებებით.

HR hub აგრძელებს HR მენეჯერებისთვის ინოვაციური და სასარგებლო სიახლეების შეთვაზებას.