HR hub – ის ორგანიზებით, 19 თებერვალს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, 2026 წლის პირველი HR ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება:
- პირველი ნაწილი დაეთმობა შრომის ბაზარზე 2026 წლის აქტუალურ თემებს, რომლებზეც სპიკერები ისაუბრებენ;
- ღონისძიების მეორე ნაწილი კი დაეთმობა ინტელექტუალურ თამაშს ,,რა? სად? როდის?” HR-ში, რომელიც HR მენეჯერებისთვის საქართველოში პირველად ჩატარდება.
განრიგი:
- 19:00 – ღონისძიების გახსნა
- 19:05 – სპიკერები
- 20:00 – შესვენება
- 21:00 – ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
- 22:00 – ღონისძიების დასასრული.
რა? სად? როდის? დეტალები და წესები:
ინტელექტუალურ თამაშს წაიყვანს ტელეშოუს „რა? სად? როდის?“ ავტორი და წამყვანი, საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი – გიორგი მოსიძე. ვინაიდან თამაში განკუთვნილი ეიჩარ პროფესიონალებისთვის, ამ სფეროდან იქნება რამდენიმე შეკითხვა, დანარჩენი კი ზოგადი ინტელექტუალური კითხვები იქნება.
ჩემპიონატის თამაშებს ემსახურება: წამყვანი, 3 სეკუნდანტი და ინტელექტ კლუბის ჟიური 2 წევრის შემადგენლობით.
როგორ მოხდება გუნდის დაკომპლექტება?
თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს, მინიმალური კი – 4-ს. გამონაკლისი არ დაიშვება.
- შესაძლებელია გუნდი დაკომპლექტდეს მთლიანად ერთი კომპანიის ეიჩარ პროფესიონალებისგან;
- შესაძლებელია გუნდი დაკომპლექტდეს ერთი კომპანიის ეიჩარ პროფესიონალებისგან და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან (იმ შემთხვევაში, თუ 6 ეიჩარ პროფესიონალი არ გყავთ);
- შესაძლებელია გუნდი დაკომპლექტდეს სხვადასხვა კომპანიის ეიჩარ პროფესიონალებისგან (იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში, მხოლოდ ერთი ან ორი ეიჩარ მენეჯერია და თამაშში მონაწილეობის მიღება უნდათ). ამ შემთხვევაში მონაწილეობის Fee გაიყოფა პროპორციულად მონაწილე კომპანიების HR მენეჯერების რაოდენობაზე);
- ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ერთ გუნდში;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია.
ეს უბრალოდ ღონისძიება არ არის — ეს არის გამოცდილება, რომელსაც შენი გუნდი დიდხანს გაიხსენებს. მაშ ასე, შეიკრიბე გუნდი, ჩაერთე თამაშში და გახდი იმ ადამიანების ნაწილი, ვინც არ კმაყოფილდება სტანდარტული კონფერენციებით. შეეჯიბროთ საუკეთესოებს. ადგილები შეზღუდულია.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: forms.gle რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.
ღონისძიების პირველი ნაწილის დეტალების სანახავად გადადით ბმულზე: hrhub.ge/hrvision2026
ექვსეულის თამაშში მონაწილეობის ღირებულებაა 900 ლარი + დღგ (ერთი გუნდი – 6 ადამიანი), ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, როგორც დამსწრე, გულშემატკივარი. თითოეულ გუნდს შეუძლია ჰყავდეს 3 გულშემატკივარი, რომელიც უფასოდ დაესწრება ღონისძებას. ფასში შედის ღონისძიების პირველ ნაწილზე დასწრების ღირებულებაც.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწლეობა/მიზანი:
- ახალი HR ტენდენციების გაცნობა/ ანალიზი. მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა და ინფორმაცია HR 2026–ის მთავარი მიმართულებების შესახებ
- წარმოადგინეთ თქვენი თავი, როგორც HR ინტელექტუალი საზოგადოებაში პოზიციონირება და პერსონალური ბრენდინგი;
- წარმოადგინეთ თქვენი კომპანია კომპანიის/დამსაქმებლის ბრენდინგი. თქვენი კომპანია/ბრენდი დაამახსოვრდებათ საუკეთესო პროფესიონალებს;
- არ დააკლდეთ წლის პირველ HR ინტელექტუალურ ჩემპიონატს;
- ახალი კონტაქტების შეძენა, ნეთვორქინგი. გაიცნითთ კოლეგები. HR საზოგადოების გაძლიერება.
- თიმბილდინგი გუნდისთვის – გააძლიერეთ თანამშრომლობა თამაშით.
ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები
- ჩემპიონატში დასმული იქნება 24 შეკითხვა (ორი 12 კითხვიანი ტური);
- ყველა მონაწილე პასუხს გასცემს 24-ვე შეკითხვას;
- გუნდი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველაზე მეტ შეკითხვას, ცხადდება ტურნირის გამარჯვებულად;
- თუ გამარჯვებულია ორი ან მეტი გუნდი, მათ შორის გაიმართება სუპერფინალი, რომლის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.
თამაშის “რა? სად? როდის?” წესები
- ყველა გუნდი თამაშობს ერთდროულად და ერთიდაიმავე დარბაზში. ყველა გუნდი განლაგებულია საკუთარ მაგიდასთან, ხოლო თამაშს უძღვება წამყვანი;
- გუნდის ამოცანაა – გასცეს სწორი პასუხი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს. თითოეული სწორი პასუხისათვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა;
- პასუხები იწერება სპეციალურ ფურცლებზე, რომლებიც ტურნირის დაწყებამდე ურიგდებათ მონაწილე გუნდებს;
- წამყვანი აცხადებს შეკითხვის ნომერს (მაგალითად, “შეკითხვა #1”, “შეკითხვა #2” და ა.შ.), სვამს შეკითხვას და წარმოთქვამს სიტყვას “დრო”. ამის შემდეგ იწყება დროის ათვალა, რომელიც უდრის ზუსტად 1 წუთს;
- დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე წამყვანი აფრთხილებს გუნდებს ამის შესახებ და მოუწოდებს მათ დაწერონ თავიანთი პასუხები. 1 წუთის გასვლის შემდეგ, წამყვანი ხელმეორედ წარმოთქვამს სიტყვას “დრო” და აძლევს განკარგულებას თავის ასისტენტებს, რომ აიკრიფოს გუნდების პასუხები;
- ის გუნდი, რომელიც დროის ამოწურვის მომენტიდან 10 წამის განმავლობაში არ ჩააბარებს პასუხს, ჯარიმდება და მოცემულ შეკითხვაზე მას ავტომატურად ეწერება 0 (ნული) სწორი პასუხი;
- მას შემდეგ, რაც გუნდებმა ჩააბარეს ფურცლები თავიანთი პასუხებით, წამყვანი კითხულობს სწორ პასუხს და გადადის შემდეგ შეკითხვაზე;
- ტურის შედეგები ცხადება ტურის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, რის შემდეგაც ჯამდება საბოლოო ოქმი.
როგორია დრეს კოდი?
თამაშის მონაწილეებისა და დამსწრეთათვის მოქმედებს დრეს-კოდი: შავი ფერის Business
casual/Smart casual. სათამაშოდ არ დაიშვება მოთამაშე, რომელიც არ დააკმაყოფილებს დრეს-კოდს.
რა პრიზები იქნება?
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ,,რა? სად? როდის?” უცვლელი პრიზი – ბუ. ასევე იქნება სხვა პრიზები.
არ გაუშვა შანსი, მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალურ თამაშში და გახდე HR სფეროში პირველი ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული!
გაბედე. ითამაშე. შეეჯიბრე. მოიგე.
შემოუერთდი გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს გონებას, გუნდს და ემოციას.
ღონისძიების პარტნიორები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia და Geosoft.

