სულ ახლახანს სადაზღვევო კომპანია ,,ირაომ” Facebook-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ირაო იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას და შეაქვს თავისი წვლილი საზოგადოების კეთილდღეობაში.
,,ჩვენს დაზღვეულ ყველა ფიზიკურ პირს, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს, გთავაზობთ პრემიის გადახდის 2 თვიან საშეღავათო პერიოდს.
სურვილის შემთხვევაში, თქვენ აღარ გადაიხდით სადაზღვევო პრემიას 16 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით, თუმცა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ სადაზღვევო დაფარვებით სარგებლობას.
საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის, მოგვწერეთ მეილზე office@irao.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე – 0 (322) 949 949. მთელი ჩვენი გუნდის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!” – ნათქვამია განცხადებაში.