დასაქმების ფეტსივალი ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით …
HR hub-ის ორგანიზებით, ოქტომბრის ბოლოს/ნოემბრის დასაწყისში, დასაქმების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააცნოთ დამსაქმბლის ბრენდი და მოიზიდოთ ტალანტები მთელი საქართველოდან.
თუ ეძებთ თანამშრომლებს და გსურთ თქვენი კომპანია საქართველოს ათასობით პოტენციურ კანდიდატს ერთ სივრცეში წარუდგინოთ და მოიზიდოთ ტალანტები, შემოგვიერთდით დასაქმების ფესტივალზე!
- ონლაინ ფესტივალი მთელ საქართველოს მოიცავს
- ოფლაინ კი ჩატარდება მხოლოდ თბილისში.
რეგისტრაციისას, შესაძლებლობა გაქვთ თავად აარჩიოთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში გსურთ მონაწილეობის მიღება თუ ფიზიკურ სივრცეში.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: docs.google.com/forms
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ონლაინ ფესტივალში?
- დამსაქმებლის ბრენდის წარდგენა, წვდომა ათასობით სამუშაოს მაძიებელთან და კანდიდატების მოზიდვა — ყველა რეგიონიდან;
- გექნებათ სპეციალურად გამოყოფილი ვირტუალური სივრცე, სადაც შეხვდებით კონკრეტულად თქვენი ვაკანსიებით დაინტერესებულ კანდიდატებს;
- კანდიდატებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა (ონლაინ ჩათი, ინტერვიუები, Q&A);
- დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა;
- კომპანიის პოზიციონირება, როგორც აქტიური და თანამედროვე დამსაქმებელი;
- დროის ეფექტური დაზოგვა და სწრაფი შერჩევა.
რა სერვისს მიიღებთ ჩვენგან?
- თქვენი ვაკანსიებისა და დამსაქმებლის ბრენდის შესახებ საინფორმაციო სტატიის განთავსება ჩვენს პლატფორმებზე: HRhub.ge და Studentjob.ge, რაც გადაზიარდება ჩვენს სოციალურ ქსელებში LinkedIn 35 000 – ზე მეტი გამომწერი, Facebook 22 000 გამომწერი.
- კანდიდატების მოზიდვა და კანდიდატებთან შეხვედრა (დამსაქმებლის ბრენდის წარდგენისა და გასაუბრებებისთვის);
- კანდიდატებთან გასაუბრების ჩანიშვნა.
დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ყველა კომპანიას თუ ორგანიზაციას, ოფლაინ ფესტივალში კი – თბილისის ფილიალებს.
დამსაქმებლების მონაწილეობის ღირებულება დასაქმების ფეტსივალში:
- დასაქმების ფესტივალი ონლაინ – 679 ლარი მოიცავს დღგ-ს
- დასაქმების ფესტივალი ადგილზე – 1358 ლარი მოიცავს დღგ-ს
გამოიყენე შანსი ეფექტურად და სწრაფად შეარჩიო საუკეთესო ტალანტები მთელი საქართველოს მასშტაბით!
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge