შემოგვიერთდით

JTI (Japan Tobacco International) საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს ინარჩუნებს

JTI (Japan Tobacco International) საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს ინარჩუნებს. გთავაზობთ ინტერვიუს თინათინ ჯანაშვილთან, რომელიც რეკრუტმენტისა და დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერია კავკასიაში.

HR hub: რას ნიშნავს იყო გამორჩეული დამსაქმებელი?

პირველ რიგში, თავად კომპანია Top Employer-ის ინსტიტუტის შესახებ გიამბობთ.  კომპანია 1991 წელს დაარსდა ნიდერლანდებში. მას შემდეგ, Top Employer-ის ინსტიტუტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკვლევს კორპორაციებში არსებულ შრომით პირობებს და ადამიანური რესურსების მართვის სფეროს მრავალფეროვან და საინტერესო პრაქტიკებს. Top Employer-ის ინსტიტუტისგან საუკეთესო დამსაქმებელის სტატუსს კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი ადამიანური რესურსების მართვის სტანდარტები შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო ნორმებს, აგრეთვე, თუ კომპანია თანამშრომლებს გამორჩეულ სამუშაო პირობებს სთავაზობს და მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლებს აღიარებს. 

Top Employer-ის ინსტიტუტი კვლევის ერთი გლობალური მეთოდოლოგიით სარგებლობს. 1991 წლიდან დღემდე Top Employer-ის ინსტიტუტს შეფასებული ყავს 1500-ზე მეტი კომპანია 118 ქვეყანაში. თავად კვლევის პროცესი საკმაოდ საინტერესო და კომპლექსურია. Top Employer-ის ინსტიტუტი კორპორაციებში დეტალურად ამოწმებს სტრატეგიებს, პრაქტიკებს, შეფასების მეთოდოლოგიასა და ტექნოლოგიას შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  • ტალანტების განვითარების სტრატეგია,
  • ადამიანური რესურსების დაგეგმვა,
  • ნიჭიერი კადრების მოზიდვა,
  • ადაპტაცია (Onboarding),
  • სწავლება და განვითარება,
  • მუშაობის ეფექტიანობის მართვა,
  • ლიდერობის განვითარება,
  • კარიერის მართვა,
  • კომპენსაციები და ბენეფიტები და კულტურა.

საწყის ეტაპზე, არასოდეს იცის კორპორაციის მენეჯმენტმა, წარმატებული იქნება თუ არა კვლევის/სერტიფიცირების პროცესი და მიიღებს თუ არა საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს. თავად სერტიფიცირების პროცესი შვიდი ნაწილისგან შედგება. ყველაფერი კომპანიის ზოგადი ხარისხობრივი შეფასებით იწყება. ამ დროს, ცხადია, სულაც არ არის გარანტირებული, რომ Top Employer-ის ინსტიტუტი კომპანიაში ბოლომდე ჩაატარებს სერტიფიცირების პროცესს – ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მაღალი სტანდარტებით მუშაობს კომპანია. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, იწყება კვლევა, რომელიც მოიცავს 100 შეკითხვას 600 საუკეთესო HR-ული პრაქტიკის შესახებ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კორპორაციის ადამიანური რესურსების როლი, რადგანაც ჩვენი პასუხი თითოეულ შეკითხვაზე მოითხოვს სათანადო დასაბუთებას, ხშირად, მტკიცებულების წარდგენასაც. ჩვენს მიერ შევსებულ კვლევას და წარდგენილ მტკიცებულებებს ყურადღებით აფასებს Top Employer-ის ინსტიტუტი და ჩვენთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც გადასცემს დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანიას დამატებით შესამოწმებლად. კვლევაში მონაწილე კომპანიების დაახლოებით 60%, რომელთა შრომითი პირობები და HR-ული პრაქტიკები არ შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, ეთიშება კვლევას, საუკეთესო დამსაქმებელი კი მხოლოდ ის კომპანია ხდება, რომელიც საუკეთესო, სამაგალითო პირობებს უქმნის თანამშრომლებს.

ალბათ, არასოდეს მეყოფა სიტყვები იმ შეგრძნებისა და სიხარულის გადმოსაცემად, რომელსაც ვგრძნობ მაშინ, როდესაც ჩვენს კომპანიას, მსოფლიოში ცნობილ საუკეთესო კომპანიებთან ერთად, საზეიმოდ ასახელებენ საუკეთესო დამსაქმებლად. უკვე მეექვსე წელია, JTI არის საუკეთესო დამსაქმებელი საქართველოში, ევროპაში, აზიაში და გლობალურად.

დამეთანხმებით, რომ საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი დამატებით პასუხისმგებლობასაც ნიშნავს, რაც მუდმივ, განუხრელ განვითარებასა და გაუმჯობესებაში გამოიხატება. ჩვენც ვცდილობთ, დავნერგოთ ყველა სიახლე, შემოვიტანოთ ახალი საერთაშორისო პრაქტიკა, რომ მეტად ავამაღლოთ თანამშრომელთა კეთილდღეობა და გავაუმჯობესოთ შრომითი პირობები.

HR hub: რა არის JTI –ის, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა?

JTI (Japan Tobacco International), თამბაქოს მწარმოებელი უზარმაზარი საერთაშორისო კომპანია და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების –  Sobranie-ს, Winston- ის,  Camel-ის, Magna-სა და Winchester-ის მწარმოებელი, JTI-ელებისთვის უბრალოდ მყუდრო სახლია. 40 000 JTI-ელი 77 ქვეყანაში იზიარებს კომპანიის უმთავრეს ღირებულებებს, ბიზნესს თავდადებით უვლის და ზრუნავს წარმატებულ მომავალზე. ამ ბოლო დროს, მილენიალები მიიჩნევენ, რომ JTI-ს  სხვა, ალტერნატიული დასახელებაც უხდება: Join The Idea  (შემოუერთდი იდეას).  კომპანიაც მუდმივად ეძებს და ელის ნიჭიერ ადამიანებს. ძიების პროცესი თანამედროვე და გამჭვირვალეა. Jobs.jti.com, კომპანიის მაღალტექნოლოგიური, კარიერული პლატფორმა, ხშირად სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს ნიჭიერ ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს. კანდიდატების შერჩევა თანამედროვე მეთოდებით, გამჭვირვალედ მიმდინარეობს და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან  თანამშრომელი კომპანიისთვის წარმატების ის ქვაკუთხედია, რომელიც ხვალ კომპანიას სწორი მიმართულებით წაიყვანს და განავითარებს. JTI-ელის თითოეული იდეა JTI-სთვის უმნიშვნელოვანესია. აქ ყველამ იცის, რომ არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ დაიპყრობს, ასევე, არ არსებობს რაიმე იდეა, რომელსაც ვერ განახორციელებს თანამშრომლებისა და კომპანიის სასარგებლოდ.

ნიჭიერი ახალგაზრდების უკეთ გასაცნობად, JTI, მრავალ სხვა საინტერესო პროექტთან ერთად, უნივერსიტეტებში სასტიპენდიო კონკურსს ატარებს და საუკეთესო სტუდენტებს სწავლის ღირებულებას უნაზღაურებს. არანაკლებ წარმატებულია JTI-ს სტაჟირება, როდესაც სტუდენტები ნამდვილ, საინტერესო პროექტებზე, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობენ! წარმატება ციფრებში კი ასე გამოიყურება: სტიპენდიანტების 80%, ხოლო სტაჟიორების 70% სულ მალე JTI-ელი ხდება!

თუ JTI-ში მოხვდები, აუცილებლად გაოცდები კომპენსაციებისა და ბენეფიტების მიმზიდველი ნაკრებით, რომელიც ეფუძნება შიდა სამართლიანობისა და გარე კონკურენტულობის პრინციპებს.

თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დაზღვევასა და რეგულარულ ბონუსებზე რომ არაფერი ვთქვათ, თანამშრომელი ფულად ჯილდოს ორიგინალური ან დიდი პროექტის განხორციელებისათვისაც იღებს (Special Achievement Award). თუ კარგად მუშაობ და მზად ხარ, დამატებითი ძალისხმევაც ჩადო ახალ სასარგებლო საქმეში, ამისათვისაც აუცილებლად დაჯილდოვდები (Extra Miles Award).

თუ მილენიალი ხარ, განსაკუთრებით დაგაინტერესებს, როგორ ჰარმონიულად აბალანსებს JTI  სამსახურსა და პირად ცხოვრებას. მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ყველასათვის საყვარელი Flexi Hours, მოგცემს საშუალებას, მუშაობისთვის ყველაზე კომფორტული დრო აირჩიო. თვეში ორი დღე ოფისის გარეთ, ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება მუშაობა – ამაში ტექნოლოგიაც გეხმარება და კომპანიის კულტურაც. ზაფხული ადამიანისათვის განსაკუთრებული დროა, ამიტომ კომპანია გაძლევს საშუალებას, პარასკევს, შუადღის 12 საათის შემდეგ, ოჯახთან ერთად იყო.

HR hub: რა პროგრამები გაქვთ დანერგილი თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით? კარიერული ზრდის რა შესაძლებლობებს სთავაზობთ კანდიდატებს?

„ჩვენ ერთად შეგვიძლია“ – სწორედ ასეთია კომპანიის სწრაფვა წარმატებისკენ, ასეთია ტალანტების მარათონი. JTI-სთვის ტალანტი ყველაზე მნიშნველოვანი ფენომენია. ეს ერთი უბრალო სიტყვა ნიჭიერ, შრომისმოყვარე, განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, კომპანია უპირობოდ დებს უზარმაზარ ინვესტიციას მათი განვითარებისათვის.

კომპანიის ახალი თანამშრომლისთვის თავგადასავალი პირველივე დღიდან იწყება. „თავდაგადასავალი JTI-ში“ (“My Talent Journey”) –  განვითარების სწორედ ასეთი კონცეფციით   ხელმძღვანელობს კომპანია, როდესაც საქმე ტალანტების განვითარებას ეხება.  მაინც როგორია განვითარების თავგადასავალი JTI-ში? პირველ რიგში, დგინდება თანამშრომლის მიზნები და ფასდება შესაძლებლობები. შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ცხადი ხდება, რისი შესწავლა და მეტად დახვეწაა საჭირო იმისათვის, რომ თანამშრომელი მაქსიმალურად ეფექტური იყოს ამჟამინდელ სამსახურში და მოემზადოს ახალი, უფრო მაღალი დონის  პოზიციისთვის. თითოეული თანამშრომლის კარიერა JTI-ში დაგეგმვადი, ხილული და გამჭვირვალეა. ამიტომ, ყველაფერი მხოლოდ თანამშრომლის სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

ალბათ, რთულია, იპოვო ბევრი ისეთი კომპანია, სადაც ტალანტების განვითარებისთვის ჩამოყალიბებულია შიდა  აკადემია, რომელსაც JTI-ში LCP-ის აკადემიის (Local Career Path – შენი კარიერული გზა) სახელით იცნობენ. ერთწლიანი სასწავლო კურსი  მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლებს მენეჯერული პოზიციებისათვის ამზადებს და ასწავლის ლიდერობას, ინტერპერსონალურ უნარებს, დარწმუნების ხელოვნებას, მენეჯერულ უნარ-ჩვევებს, ამუშავებს რეალურ   პროექტებზე გამოცდილ მენტორთან ერთად. აკადემიის სტუდენტს ახალი, არასტერეოტიპული ხედვა და იდეები უყალიბდება, რაც შემდგომში განსაკუთრებულად ეხმარება კომპანიას. LCP აკადემიის სტუდენტობა ძალიან პრესტიჟულია, ამ დროს ხომ ბიზნესის სრულიად სხვა პერსპექტივიდან დანახვას სწავლობს სტუდენტი. LCP აკადემიის სტუდენტების 80% აკადემიის დასრულებიდან ერთ წელიწადში წინაურდება.

JTI ზუსტად ისევე იზრდება და ვითარდება, როგორც მისი თანამშრომელი. ინვესტირება თანამშრომლის განვითარებაში კომპანიის ყველაზე სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. პროგრამა Manager as Developer  („მენეჯერი გუნდის განვითარებისთვის“) – კომპანიის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივაა. მენეჯერები სწავლობენ გუნდის გონივრულად მართვას, გუნდის განვითარების, წახალისებისა და უკუკავშირის ხელოვნებას, ქოუჩინგს და კარიერულ დაგეგმვას. შედეგად, კომპანიაში გუნდს ემპათიური მენეჯერი მართავს, რომელიც, თანამშრომლების განვითარებასა და ბიზნესის მიზნებზე ორიენტირებული კონსტრუქციული უკუკავშირით, ზრდის გუნდურ სულისკვეთებას და აღწევს დასახულ მიზნებს.

ასეთია ტალანტების განვითარების გზა კომპანიაში. საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც წარმატებული თანამშრომელი ტოპმენეჯერის პოზიციას აღწევს? ამ დროს კომპანია ტოპმენეჯერებს ჰარვარდის, ეშრიჯის, ლონდონის ბიზნესსკოლასა და სხვა ცნობილ უნივერსტიტეტებში აგზავნის, სადაც 1 წლის განმავლობაში 4 მოდულს მას მსოფლიოს საუკეთესო პროფესორები ასწავლიან[1].

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

საუკეთესო შრომითი პირობებისა და საინტერესო HR-ული პრაქტიკების გარდა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, JTI საინტერესო საზოგადოებრივი – კულტურული და სოციალური – პროექტებითაც გამოირჩევა.

უკვე მეცხრე წელია, JTI თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასთან“ და უზრუნველყოფს უფასო სადილს 200 სოციალურად დაუცველი მოხუცებულისათვის, კვირაში ხუთი დღე. გარდა ამისა, უკვე მეხუთე წელია, რაც JTI განაგრძობს „კარიტასის“ დღის ცენტრის, „ჰარმონიის“, მხარდაჭერას. ეს არის ადგილი, სადაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა მოხუცები თავს იყრიან დღის განმავლობაში. ზამთარში ცენტრი თბება, აღჭურვილია ცხელი წყლით; აქვეა ბიბლიოთეკა, სამკერვალო ოთახი, ტელევიზორი, პიანინო, ჭადრაკი და სხვა. 2014 წლის ბოლოს, ფულადი სახსრების უქონლობის გამო, „ჰარმონია“ დაკეტვის პირას იყო. JTI-ის დახმარებით, ცენტრი განაგრძობს ფუნქციონირებას. მეოთხე წელია, კომპანია უარს ამბობს კორპორატიულ საახალწლო საჩუქრებზე და სანაცვლოდ თანხას ისევ „კარიტასს“ ურიცხავს. წელს ამ თანხით კარიტასის 1105 ბენეფიციარმა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, გორსა და ახალციხეში მიიღო საახალწლო ნობათი.

2017 წლის ბოლოს კომპანია ჩაერთო „კარიტასის“ კიდევ ერთ – შინმოვლის – პროექტში, რაც გულისხმობს  სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას, რომელიც მიეწოდება პაციენტს ბინაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით. „კარიტასის“ ამ მომსახურებით სარგებლობს 650 ბენეფიციარი. კომპანიამ გამოყო თანხა მწოლიარე ბენეფიციარებისთვის აუცილებელი ჰიგიენისა და სამედიცინო მასალების წლიური მარაგის შესაძენად.

რაც შეეხება პროექტებს კულტურის მიმართულებით, JTI არის მარჯანიშვილის თეატრისა და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის, ასევე, ეროვნული მუზეუმის წლიური საგანმანათლებლო ჟურნალის მხარდამჭერი.

2017 წელს, aghadgine.ge-ის პროექტის ფარგლებში, JTI-ის თბილისის ოფისში დაიდგა „მწვანე“ ყუთები, რომელიც მაკულატურის შეგროვებისთვისაა განკუთვნილი.

JTI-ის გლობალური სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის  თანახმად, საზოგადოებრივ პროექტებზე ყოველწლიურად იხარჯება კომპანიის წინა წლის მოგების 1%.

ასეთია JTI-ს ცხოვრება, კომპანიის შიგნით და გარეთ. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელი და ის გარემოა, სადაც ვართ, სადაც ვმუშაობთ – ამიტომ არასოდეს დავზოგავთ თავს იმისათვის, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ მათი კეთილდღეობა.

[1] მასალის ნაწილი მომზადებულია ჟურნალ „ფორბსის“ სტატიაზე დაყრდნობით.

  •  
  •  
  •  
  •