შემოგვიერთდით

KD4US – იდეალური სამუშაო ადგილი თქვენთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის

KD4US 3 თვეა რაც King David-ის სივრცეში გაიხსნა და აქ უკვე 9 კომპანიამ დაიდო ბინა.

ეს არის საერთო სამუშაო სივრცე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოხვიდეთ და იმუშაოთ. ჩვენ ვესაუბრეთ KD4US-ის კოორდინატორს ზურაბ ყენიას, რომელმაც სრული ინფორმაცია მოგვაწოდა KD4US-ის სერვისების შესახებ.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ KD4US  სივრცის გახსნა?

რამდენიმე წინაპირობა ჰქონდა. მთავარი ალბათ ის, იყო რომ კომპლექსის სტრატეგიიდან გამომდინარე აუცილებელი იყო ასეთი სერვისის დამატება. როგორც იცით ბაზარზე მსგავს სივრცეებზე მოთხოვნა იზრდება. საკმაოდ დიდია სერვისის მიმწოდებელი კომპანიების რაოდენობა, ასევე გაიზარდა ინდივიდუალური ადამიანების რიცხვი, რომლებიც მოკლე პროექტებში არიან ჩართულები, სტარტაპერები, რომელთაც არ სჭირდებათ კაპიტალური დაბანდებები თავის საოფისე სივრცეებში. უბრალოდ უნდათ ადგილი, სადაც იდეებს განახორციელებენ, იმუშავებენ.

HR hub: ვისთვის არის განკუთვნილი KD4US ?

ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა. საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვისაც საინტერესოა და სტარტეპერებისთვისაც. ჩვენთან არიან მსხვილი კომპანიებიც, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც, არიან ისეთებიც, ვისაც საკუთარი საოფისე ინფრასტრუქტურაც აქვთ, მაგრამ სჭირდებათ განსხვავებული გარემო განსხვავებული ტიპის საქმიანობისთვის.

HR hub: რა უპირატესობები აქვს საერთო სამუშაო სივრცეს, ოფისთან შედარებით?

ძირითადი უპირატესობა ეს არის, მომზადების ნულოვანი დრო. ფაქტიურად მცირედი ბიუროკრატიული ეტაპი საკმარისია რეგისტრაცია და თანხის გადახდა, რომ დაჯდეთ და იმუშაოთ.  ეს არის ძალიან დიდი პლუსი. არ გჭირდებათ ფიქრი, ენერგიისა და დროის დახარჯვა ოფისის მოწყობაზე. ფაქტიურად ყველაფერი არის მზად, რომ მოხვიდეთ, დაჯდეთ, იმუშაოთ და იურთიერთოთ ხალხთან.

მეორე პლუსი არის ის, რომ KD4US King David-ში მდებარეობს, სადაც კომპლექსურად შენობა სთავაზობს ბევრი ტიპის სერვისს თავის მომხარებელს და ჩვენ ფაქტიურად KD4US-ის წევრებს საშუალებას ვაძლევთ, რომ მთელი ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. კომპლექსში უკვე ფუნქციონირებს იტალიური რესტორანი XVII • Seventeen, ბუფეტის ტიპის კაფეტერია – KD Café, სადაც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა იაპონური სამზარეულოს კუთხე, საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახი Sky Hall. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია სასტუმროს, ივენთ ჰოლის, აუზის, ფიტნეს  და სპა ცენტრების გახსნა.

კიდევ ერთი შეიძლება ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ეს არის ადგილმდებარეობა – ქალაქის ცენტრი. თითქმის ნებისმიერი ტრანსპორტი უდგება ამ ტერიტორიას საავტომობილოც, მეტროც, ავტობუსიც. პარკინგის საკითხებიც დალაგებულია ჩვენთან, რაც ქალაქში საკმაოდ დიდი პრობლემაა. ინდივიდუალური პარკინგებიც გვაქვს, ფასიანიც და უფასოც.

HR hub: რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

4 ტიპის ძირითადი პაკეტი გვაქვს. ეს არის თავისუფალი სამუშაო ადგილი, სადაც ადამიანი მოდის და ირჩევს თავისუფალ ადგილს. გვაქვს თავისუფალი სამუშაო ადგილი + დამატებითი სერვისები, როგორიც არის მაგალითად რესურსების განაწილება, შეხვედრების ოთახების გამოყენება +  აიტი დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. გვაქვს ფიქსირებული სამუშაო ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სამუშაო ადგილი არის გარანტირებული. იცის რომ ნებისმიერ დროს მისთვის ის კონკრეტული ადგილი იქნება ხელმისაწვდომი. ასევე იღებს უფრო დიდი რაოდენობით ექსტრა სერვისებს და დამატებითი კომუნიკაციის საშუალებას საკუთარი ტელეფონი, საკუთარი გამოყოფილი იზოლირებული ინტერნეტი და ა.შ გვაქვს ბოქს ოფისები, რომლებიც გათვლილია 4-5 ადამიანზე და ეს არის უკვე იზოლირებული ოთახი საერთო სივრცეში, სადაც ნაწილობრივი იზოლაცია რა თქმა უნდა შეიძლება. ისინი სარგებლობენ საერთო მოსასვენებელი ზონებით , საერთო სარგებლობის სამზარეულოთი, თუმცა მათი ოფისები არის იზოლირებული. გვაქვს სპეციალური შეთავაზებები იმ ადამიანებითვის, ვისაც არ სჭირდება მთელი დღეები ოფისში ჯდომა, ეს არის თვეში მუშაობის 100 საათი, 50 საათი, weekend პაკეტები. სხვადასხვა შეთავაზება გვაქვს არჩეული, რომ მოვერგოთ ყველანაირი მოთხოვნილების მქონე ადამიანს.

ჩვენთან შეიძლება შეხვედრების ოთახების დაქირავებაც, ტრენინგებისთვის გასაუბრებისთვის. ასევე გეტყვით, რომ 3 საკონფერენციო ოთახი (150, 100 და 30 ადგილიანი) იხსნება მაისში სრული აღჭურვილობით.

HR hub: KD4US ყოველდღე 24 საათი მუშაობს. გაქვთ თუ არა განსაკუთრებული შეთავაზება იმ ადამიანებისთვის ვისაც ღამით უყვარს მუშაობა?

გვაქვს 2 ტიპის მომსახურება ამ მიმართულებით. ერთი ეს არის ერთჯერადი ღამის პაკეტი, რაც გულისხმობს საღამოს 8 საათიდან დილის 9 საათამდე მუშაობას და მისი ღირებულება 15 ლარს შეადგენს. არსებობს ყოველთვიური გადასახადი, რომელიც გაცილებით ხელმისაწვდომია და  160 ლარი ღირს. როგორც აღმოჩნდა ღამის პაკეტი საკმაოდ პოპულარულია. ბევრია ამბიციური, წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი, ვისაც მეორე სამსახური აქვს თავისი კერძო საქმე, მოდიან და აქ მუშაობენ. ასევე სტუდენტები, რომლებიც გამოცდებისთვის ემზადებიან.

HR hub: რა შემთხვევაში შეუძლია მომხმარებელს 2 კვირიანი სატესტო პერიოდით სარგებლობა?

აქციის შინაარსი ის არის, რომ ბევრმა ადამიანმა არც იცის რა არის ეს. წარმოდგენა აქვს, რომ საერთო დარბაზში დისკომორტი იქნება და შეუძლებელია მუშაობა. პირველ რიგში გვინდა ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ.  მოვიდნენ, გასინჯონ, შეხედონ, შეაფასონ და მხოლოდ ამის მერე გადაწყვიტონ მათთვის მისაღებია თუ არა ამ პირობებში მუშაობა. მეორე მიმართულებაა, ვისაც უკვე გამოცდილება ჰქონია ასეთი ტიპის სერვისით სარგებლობის და შეაფასოს ჩვენი პლუსები.  გათვლა გვაქვს, რომ  ამ ორი ტიპის მომხარებელს საშუალება მივცეთ ისარგებლონ 2 კვირიანი პერიოდით. ამისთვის აუცილებელი პირობაა მინიმუმ ერთ თვიანი აბონიმენტი შეიძინოს, პირველი ორი კვირის განმავლობაში შეუძლია  გააუქმოს. შემდეგ უკვე ამ პაკეტის გაუქმება შეუძლებელია. თანხის გადახდა წინასწარ ხდება. შეუძლიათ 1 თვის გადაიხადონ, შეუძლიათ 1 წლის. გრძელვადიან კონტრაქტებზე განსაკუთრებული პირობების შეთავაზება შესაძლებელია.

HR hub: თბილისში არაერთი საერთო სამუშაო სივრცე ფუნქციონირებს. რა გამოარჩევს KD4US-ს მათგან?

კონცეპტუალურად არანაირი განსხვავება არ არის. აქ ახალი სერვისების შეთავაზება ალბათ შეუძლებელია, რადგან შინაარსი არის ერთი და იგივე. როდესაც ვლაპარაკობთ სად არის განთავსებული KD4US და ვამბობთ King David-ში, ეს ნიშნავს ყველა იმ სერვისზე წვდომას, რაც გააჩნია კომპლექსს. ეს სახელშიც ჩავდეთ KD4US –  King David ჩვენთვის. ის სერვისები, რითიც კომპლექსი მომხმარებელს უზრუნველყოფს, ამას ერთიანობაში თუ განვიხილავთ, ასეთ ფართო სპექტრს სხვა ვერავინ სთავაზობს. სუპერ თანამედროვე ხანძარ საწინააღმდეგო უსაფრთხოება,  შენობის მართვის სისტემა, განათების, გაგრილების, კლიმატის სისტემები – ყველაფერი აგებულია ევროსტანდარტებზე. რაც შეეხება კომუნიკაციას, საკუთარი დატა ცენტრი გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათი ინტერნეტის მოწოდებას. ვთავაზობთ ისეთ სერვისებს, რომლებსაც მაგალითად ვერცერთი სხვა ვერ შესთავაზებს. დატა ცენტრით მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამისტებისთვისა და დეველოპერებისთვის. მათ შეუძლიათ სერვერები მოიტანონ, განალაგონ და გამოიყენონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *