შემოგვიერთდით

“ჩემი ლიბერთი ზრუნავს” – ნინო ჩიხლაძე, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით კომპანიებს გარკვეული პრევენციული სამუშაოების ამოქმედება უწევთ.

მაგალითად “ლიბერთი ბანკში” თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით დაინერგა შემდეგი პრევენციული სამუშაოები:

• ლიბერთის სერვის ცენტრები, რომლებიც მდებარეობს კრიტიკულ ზონებში, როგორებიცაა სასაზღვრე გამშვები პუნქტები და აეროპორტები, მომარაგდა სპეციალური აღჭურვილობით: პირბადეები, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები ფულთან ურთიერთობისას გამოსაყენებლად და ხელის სადეზინფექციო სპეციალური სითხეები

• უახლოეს დღეებში, სერვის ცენტრებში სივრცეების დეზინფექციის მიზნით, ბანკი უზრუნველყოფს რეგულარულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად

• მომარაგდა სადეზინფექციო ხსნარის შემცველი დისპენსერები და დამონტაჟდება აეროპორტებთან და პორტებთან მდებარე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 60-ზე მეტ სერვის ცენტრში. დისპენსერების გამოყენებას შეძლებენ როგორც ლიბერთის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული ლოკაციები ასევე მიიღებენ სადეზინფექციო, ჰიგიენური საშუალებებით, ხელთათმანებისა და პირბადეების მარაგს

• განისაზღვრა ბანკის 111 სერვის ცენტრი ყველაზე მაღალი დატვირთულობის მიხედვით და რიგების პრევენციის მიზნით ეს სერვის ცენტრები 10:00 საათის ნაცვლად გაიღება და მოემსახურება მომხმარებლებს 8:30 საათიდან. ასევე, ამ ლოკაციებზე დამატებით გაიგზავნა საჭირო რაოდენობის ლიბერთის მობილბანკები (ელიქსები). ეს არის დროებითი ზომა და არ ექნება პერმანენტული ხასიათი

• 2 მარტიდან, დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით დაინერგა ახალი დისტანციური სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე”. აღნიშნული სერვისით სარგებლობა მომხმარებელს უკვე ბანკომატიდან შეუძლია, რამაც საგრძნობლად განტვირთა ბანკის ქსელი რიგებისგან (დეტალურად: )

• სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, მათ შორის საპენსიო ასაკის მომხმარებლებისთვის, კუთვნილი პენსია იყო და არის ხელმისაწვდომი ბანკის პლასტიკურ ბარათზე (სოციალური ბარათი). საპენსიო თანხის გამოტანა ნებისმიერ დროს ბანკომატიდან არის შესაძლებელი

• ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში, შეუძლია ისარგებლოს დისტანციური სერვისებით: განახლებული მობაილ და ინტერნეტ ბანკი, სადაც ხელმისაწვდომია თითქმის ყველა საოპერაციო სერვისი და სავალუტო ოპერაციები. ინტეგრირებულია ფულადი გზავნილების სრულფასოვანი სერვისიც (ინტერნეტ ბანკი: https://my.libertybank.ge/; მობაილ ბანკი: Android:| iOS: www.apple.co/35YsFvB)

• ლიბერთის ბანკომატებისა და სწრაფი მომსახურების აპარატების ფართო ქსელი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის Cash-In ბანკომატებიც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნაღდი ფული შეიტანოს საბარათე ანგარიშზე (მისამართები: )

• ბანკში ვიზიტის დროის შემცირების მიზნით შესაძლებელია ვიზიტის წინასწარ, ონლაინ დაჯავშნა: https://libertybank.ge/ka/booking

• 24/7 შესაძლებელია სარგებლობა დისტანციური მომსახურების ცენტრის მომსახურებით: ‪032 2 55 55 00‬‬

ვფიქრობთ, საკითხის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებს. – აცხადებენ კომპანიაში.