ახალი კორონავირუსის გამო მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა სუპერმარკეტებში. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა ნათია თურნავამ განაცხადა:
“მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია მაღაზიებში, სავაჭრო სექტორში. მადლობა თითოეულ მოლარესა და თითეულ კონსულტანტს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დღეს. მართლაც ძალიან დიდი მისია აკისრიათ მათ. ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია სავაჭრო სექტორი, რომელიც ასობით და ათასობით ადამიანს ასაქმებს საქართველოში”.
კონსულტანტებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემაც:
“განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ სუპერმარკეტებში, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელებში. ესენი არიან მოლარეები, კონსულტანტები, საწყობის თანამშრომლები. ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან. თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს ვუხდი პირადად და ასოციაციის სახელით ძალიან დიდ მადლობას, რომ ისინი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და იმ მთელი პასუსხისმგებლობის გათალისწინებით, რაც ქვია კომპანიასთან და თანამშრომლეთან ეფექტურ და ეფექტიან თანამშრომლობას, ამ ყველაფრის დავცვით აგრძელებენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე მომხმარებლების გვერდში დგომას.
მე ვფიქრობ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ სექტორმა, სადაც მოსახლეობას ყოველდღიურად ვეხმარებით და მოსახლეობას ვაწვდით განსაკუთრებით მნიშვნელოვან სერვისებს, რაც დღვანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გახდა მნიშვნელოვანი, ერთი წუთით უკან არ დავიხიოთ და მაქსუმალურად შევეცადოთ ჩვენი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად შევასრულოთ. ჩვენი მთავარი მიზანია სუერმარკეტებში დახლები იყოს სავსე”.
ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ მოქალაქეების წუხილი, რომ რომელიმე პროდუქტის დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს, უსაფუძვლოა.