შემოგვიერთდით

“Majorel Georgia – ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემს კარიერაში” – ნინო ინაშვილი

საერთაშორისო კომპანია Majorel ქართულ ბაზარზე 2016 წელს Arvato bertelsmann-ის  სახელით შემოვიდა.

თავდაპირველად კომპანიაში დასაქმებული იყო 15 თანამშრომელი, დღეს კი – 900-მდე პროფესიონალს აერთიანებს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა,  Bertelsmann- სა და Saham- ის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მომსახურების სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით 28 ქვეყანაში ოპერირებს.

კომპანიის საქმიანობის შესახებ, ვესაუბრეთ  Majorel-ის HR სპეციალისტს ნინო ინაშვილს.

HR hub: რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

კომპანია Majorel-ი ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს წარმოადგენს და კლიენტთა მომსახურების მიმართულებით სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს. ჩვენი დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ.

ჩვენი თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს  ეხმარებიან  საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ.  Majorel Georgia 6 განსხვავებულ პროექტს ახორციელებს.

HR hub: რამდენი თანამშრომლელია კომპანიაში დასაქმებული, გლობალურად და საქართველოში?

გლობალურად კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა  48,000-ს უტოლდება, რაც შეეხება საქართველოს, 2016 წლიდან  სწრაფი ტემპით ხდება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა. ამჯერად თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში თითქმის 900 ადამიანია დასაქმებული.

HR hub: როდის შეუერთდით Majorel Georgia გუნდს?

2019 წლის 1 მაისიდან შევუერთდი Majorel-ის მეგობრულ გუნდს და დავემშვიდობე ორგანიზაციას, სადაც 12 წელი გავატარე. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის ამდენი წლის შემდეგ ორგანიზაციის დატოვება, თუმცა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემი კარიერული მოღვაწეობის პერიოდიში.

HR hub: რა არის კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა?

MAjorel საერთაშორისო კომპანიაა, შესაბამისად საქართველოში არსებული სამუშაო პროცესები მსოფლიო მასშტაბით ბიზნეს ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს ეფუძნება. უპირველეს ყოვლისა იგულისხმება  დასაქმებულის უფლებების დაცვა და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა სადაც ყველა თანამშრომელი თანაბარ პასუხისმგებლობას იზიარებს კომპანიის წარმატებაში და თავს უსაფთხოდ გრძნობს კრიტიკული საკითხის წამოჭრისას.

ბედნიერი თანამშრომელი ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებლის ტოლფასია,  ჩვენთვის, როგორც მომსახურების სფეროს ლიდერი კომპანიისთვის, თანამშრომლების კმაყოფილების დონის ამაღლება არის მთავარი მიზანი. გვაქვს თანამშრომლებზე ზრუნვის განსხვავებული მიდგომები, ჩვენი დიდი და მეგობრული ოჯახის თითოეული წევრი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.

2018 წელს ჩავატარეთ თანამშრომელთა კმაყოფილების დონის გამოკითხვა და მიზნად ვისახავთ მსგავსი კვლევა წელსაც ჩავატოროთ.  გამოკითხვის მიზანია მიღებული გამოხმაურების მაქსიმალურად გათვალისწინება და შედეგებზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება.

Majorel Georgia-ში არსებული ბენეფიტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თანამშრომლებს ვთავზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • საღამო საათებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
  • საბონუსე სისტემას, ტრენინგებს, შიდა ღონისძიებებს და აქტივობებს, რომლებიც მიმართულია თანამშრომლების  კმაყოფილების დონის ზრდაზე.

სამივე ოფისში არის სპეციალურად აღჭურვილი სათამაშო ოთახი, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ თავისუფალ დროს დაკავდნენ მაგიდის ჩოგბურთით, ფიფას თამაშით, ან უბრალოდ განიტვირთონ მოსასვენებელ ოთახში. სამუშაო სივრცე აღჭურვილია ყველა სახის საჭირო ინვენტარით, რაც პოზიტიურად აისახება სამუშაო პროცესზე. ასევე ხშირად იმართება  სხვადასხვა სახალისო აქტივობა, მაგალითად ნაყინის/ხილის დღეები, ერთობლივი ვიზიტი კინოში და თემატური ღონისძიებები.

კანდიდატებისგან ხშირად ვისმენთ, რომ მათი მეგობარი, ნაცნობი, ნათესავი მუშაობს ჩვენთან და მათგან სმენიათ, რამდენად კარგი კომპანიაა.

HR hub: ადამიანური კაპიტალის განვითარების და სწავლების მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე სახის შიდა აქტივობები?

ჩვენთვის როგორც დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული ზრდა და ყოველთვის ხელს ვუწყობთ ნებისმიერ წამოწყებაში. ამ ეტაპზე გვყავს აქტიური სტუდენტები, რომლებსაც მაქსიმალურად მოქნილ სამუშაო გრაფიკს ვთავაზობთ. გარდა ამისა, გვაქვს შიდა განვითარების პროგრამა, რაც გულისხმობს თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობას. ყველა თანამშრომლისთვის გვაქვს ონლაინ ტრენინგების სისტემა,  ასევე თითოეულ ახალბედა თანამშრომელს საწყისს ეტაპზე აქვს  2-3 კვირიან ტრენინგები, სადაც ეუფლებიან საქმის სპეციფიკას.

ასევე, ხაზს გავუსვამდი იმ ფაქტსაც, რომ დღეს, მენეჯერულ პოზიციაზე არსებული თანამშრომლებიდან  97%-მა კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციიდან დაიწყო და შემდეგ განვითარების ყველა საფეხური გაიარეს, რადგან აღმოჩენილიყვნენ იქ სადაც ახლა არიან.

HR hub: დასაქმების კუთხით ხშირად გვესმის მოთხოვნებში გამოცდილების ქონა, თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება ამ საკითხის მოთხოვნა? და ყველაზე ხშირად რომელი ვაკანსიები ცხადდება.

კომპანია და პროექტების მასშტაბები ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად ყველაზე ხშირად ვაცხადებთ კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციას. ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ გამოცდილებას, რადგან ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იღებენ იმ საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც სამუშაო პროცესში დასჭირდებათ, ერთადერთი მოთხოვნა, რაც ყველა ვაკანსიას აქვს, არის კონკრეტული ენის ცოდნა.

ამ ეტაპზე გვაქვს, როგორც გერმანულ, ასევე გერმანულ-ინგლისურ და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

HR hub: როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია განვითარება, რაც გულისხმობს როგორც ახალი პროექტების განხორციელებას, ისე თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას არსებულ პროექტებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პროცესების დახვეწას და თანამშრომელთა ლოიალურობის და კმაყოფილების დონის შენარჩუნებასა და ზრდას.

  •  
  •  
  •  
  •