შემოგვიერთდით

მარიამ აფხაზავა – გაიცანით ,,Network-ის” წევრი

HR hub – ის სამუშაო სივრცე არის  Network-ში და ჩვენ ამ დიდი ოჯახის წევრი ვართ. აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობას.

რა თქმა უნდა გვყავს უამრავი მეზობელი, რომელიც გვინდა თქვენც გაგაცნოთ.

სწორედ ამიტომ, ყოველთვე შემოგთავაზებთ რუბრიკას ,,გაიცანი Network-ის წევრები”. მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის სტუმარია მარიამ აფხაზავა.

HR hub: რამდენი ხანია რაც ,,ნეთვორქის“ წევრი ხართ?

გახსნის დღიდან, 2023 წლის ივნისიდან ნეთვორქის წევრი ვარ. პირველად რომ ვნახე ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შეთანხმების საფუძველზე ერთ კვირაში უნდა გახსნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს შეუძლებელი მეჩვენებოდა, მე ერთი კვირის შემდეგ უკვე ნეთვორქში, ჩემს ოთახში ვიჯექი და ვმუშაობდი გუნდთან ერთად.

HR hub: “ნეთვორქი“ რომ ადამიანი იყოს, როგორ დაახასიათებდით?

შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანი, რომელიც მუდამ მუშაობს იმისთვის რომ განვითარდეს. მე ნეთვორქის გახსნის დღიდან აქ ვარ და ვხედავ თუ როგორ იზრდება და  ვითარდება.

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის, ტურიზმის სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების და სხვადასხვა ქვეყანაში საჭირო კონტაქტების შეგროვების შემდეგ, გადავწყვიტე შემექმნა რუბი თრეველი, კომპანია რომელიც ადამიანებს – დაუვიწყარი შთაბეჭდილებების, ახალი აღმოჩენებისა და საინტერესო თავგადასავლების შეძენაში  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა.

HR hub: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

რუბი თრეველის გუნდის მიზანია, ჩვენმა მოგზაურებმა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება, მათ სურვილებზე მორგებული, კომფორტული, მრავალფეროვანი და მოქნილი მომსახურება.
ჩვენ გვყავს უამრავი პარტნიორი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, რაც გვაძლევს საშუალებას ჩვენი მომხმარებლების მოგზაურობა გავხადოთ უფრო მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო.

HR hub: როგორ ფიქრობთ წარმატებისთვის გამართლებაც საჭიროა თუ მხოლოდ შრომის შედეგია?

გამართლება  არის ოჯახი, მეგობრები ის თუ რა გარემოცვაში ხარ. ადამიანები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. მე ყოველთვის ბევრს ვშრომობ წარმატებისთვის,  ახლო ადამიანებს  კი ყოველთვის სჯერათ ჩემი.
მათი ნდობა და იმედები ჩემს მიმართ მაძლევს კიდევ უფრო მეტ ძალას, რომ არასოდეს დავნებდე და გავაგრძელო  შრომა წარმატებისთვის.
ჩემს შემთხვევაში წარმატება შედეგია შრომისმოყვარეობის, სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და გამბედაობის კომბინაციით.
მთავარია იპოვო და გააგრძელო იმ საქმის კეთება,რაც გიყვარს. შრომას ყოველთვის აქვს შედეგი.

HR hub: როდის მიხვდით, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით?
როცა ტურიზმის სფეროში დავიწყე მუშაობა. რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნები, რომ ახლა ზუსტად იქ ვარ სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

Network – ის შესახებ:

ნეთვორქი არის საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც გთავაზობთ შეხვედრების, კონფერენციის ოთახებს, ბოქს ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეს. ,,ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მომხმარებლებმა არა მხოლოდ სამუშაო სივრცით ისარგებლონ, არამედ გაიცნონ ერთმანეთი და მომავალში საინტერესო კოლაბორაციები შექმნან. მსგავსი გარემოს შესაქმნელად ხშირად გვაქვს ივენთები და ვორქშოფები, რათა დავეხმაროთ ჩვენს წევრებს ერთმანეთი უკეთ გაიცნონ” – აცხადებენ ,,ნეთვორქში”.

მის: ჭავჭავაძის 33ე
☎️+995 505 555 885
📧 info@networkspace.ge