,,ყოველდღე 10.00 დან 14.00 საათამდე ფანჯარასთან ვზივარ. ვაწვდი ყველა მსურველს, ბოსტნეულის და მწვანილის თესლს, მარწყვის, ჟოლოს თუ უეკლო მაყვლის ნერგებს, ჩითილებს, რამდენადაც ეს ამ პირობებში შესაძლებელია რჩევას და დარიგებასაც ვიძლევი..
მადლიერი, მადლობელი და კმაყოფილი სტუმარი ჩემს ბაღს არასდროს დაკლებია, მაგრამ რაც ბოლო დღეებში გულწრფელი, მადლობა, დალოცვა და თბილი სიტყვა მოვისმინე მგონი ცხოვრების ბოლომდე მეყოფა.
განაკუთრებით მახარებს ის ამბავი, რომ ბევრი გონიერი, ანთებული, წესიერი, განათლებული ახალგაზრდა მოდის და ინტერესით არჩევს თესლებს და ჩითილებს..
დიდი ანალიზის უნარით არ გამოვირჩევი, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ სხვა, საერთოდ სხვა დრო დგება.
მებაღე და მებაღეობა, რომ კიდევ უფრო დაფასდება ის დრო…” – წერს გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურა შევარნაძე.