შემოგვიერთდით

გაიცანით ,,Network-ის” წევრი თენგო ყაზიშვილი

HR hub – ის სამუშაო სივრცე არის  Network-ში. ჩვენ ამ საერთო სამუშაო სივრცის დიდი ოჯახის წევრი ვართ და სწორედ აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.

რა თქმა უნდა გვყავს უამრავი მეზობელი, რომლებიც გვინდა თქვენც გაგაცნოთ.

სწორედ ამიტომ, ყოველთვე შემოგთავაზებთ რუბრიკას ,,გაიცანი Network-ის წევრები”. მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის სტუმარია თენგო ყაზიშვილი .

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ

მარკეტინგული კომპანია „სტუჯექსი“, რომელიც 2016 წელს დააარსდა და დღემდე აქტიურად ემსახურება კომპანიებს აუთსორსინგ მარკეტინგის მიმართულებით. დღეს კომპანიის მთავარი მიმართულეა პერფორმანს მარკეტინგია, რითიც პოტენციურ კლიენტებს უკეთესი შედეგის გარანტიას ვაძლევთ

HR hub: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

სრულ მარკეტინგულ სერვისებს ვთავაზობთ, როგორიც არის: ბრენდინგი, გრაფიკული დიზაინი ვებ დეველოპმენტი, ციფრული მარკეტინგი და ვიდეო ფროდაქშენი. თუმცა ცალკეული სერვისების გარდა, კომპანიებს ვთავაზობთ სტრატეგიული მარკეტინგული განვითარების გეგმის შემუშავებას და განხორციელებას, რითიც ჩვენი მთავარი სერვისით, პერფორმანს მარკეტინგით უზრუნველვყოფთ

HR hub: როგორ ფიქრობთ წარმატებისთვის გამართლებაც საჭიროა თუ მხოლოდ შრომის შედეგია?

ჩემი გამოცდილებიდან წარმატება მხოლოდ შრომით მოდის, მთავარია არ გაჩერდე მაშინაც კი როცა მოძრაობის აზრსაც ვეღარ ხედავ. არ უნდა დააკლო მცდელობა. შენ კონკრეტულ დასახულ მიზნამდე, რამდენიმე გზით უნდა სცადო მისვლა და აუცილებლად გამოგივა ცოტა გამართლებაც თუ დაემთხვა, უბრალოდ დროში მოიგებ თორე წარმატება გარდაუვალია.

HR hub:  როდის მიხვდით, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით?

ესე არ მახსენდება რაიმე კონკრეტული დრო, მაგრამ თუნდაც ახლა საჭირო გარემოში ვარ . ბევრი წარმატებული ადამიანი გარშემო, დამატებით მოტივაციას მაძლევს. თუ სხვას გამოუვიდა, მეც გამომივა.

HR hub:  რამდენი ხანია რაც ,,ნეთვორქის“ წევრი ხართ?

2023 წლის ივლისიდან ნეთვორქში ვარ, რამდენიმე კვირის გახსნილი იყო, ეტაპობრივად კომპანიის თიმიც გადმომყავს ამ სივრცეში და სულ მალე ერთ-ერთი ყველაზი დიდი გუნდით წარმოდგენილი კომპანია ვიქნებით ნეთვორქში. გარემო, რომელიც დღეს არის უკვე, ჩემს ყოველდღიურობაში ჩამოყალიბდა. ყოველი დღე სასიამოვნოდ იწყება და მთავრდება. ბევრი ადამიანია ჩემი გუნდის გარდა, ვისთანაც დღის განმავლობაში კომუნიკაცია მაქვს და ყოველდღიურობა ბევრად საინტერესო ხდება, ფაქტიურად სახლივითაა.

HR hub: ,,ნეთვორქი“ რომ ადამიანი იყოს, როგორ დაახასიათებდით?

კრეატიული თანამედროვე ადამიანი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, ძალიან მეგობრული და საინტერესოა, რო არ მოგბეზრდება და მიხვდები ამ ურთიერთობით ორივე ვითარდებით.

Network – ის შესახებ:

ნეთვორქი არის საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც გთავაზობთ შეხვედრების, კონფერენციის ოთახებს, ბოქს ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეს. ,,ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მომხმარებლებმა არა მხოლოდ სამუშაო სივრცით ისარგებლონ, არამედ გაიცნონ ერთმანეთი და მომავალში საინტერესო კოლაბორაციები შექმნან. მსგავსი გარემოს შესაქმნელად ხშირად გვაქვს ივენთები და ვორქშოფები, რათა დავეხმაროთ ჩვენს წევრებს ერთმანეთი უკეთ გაიცნონ” – აცხადებენ ,,ნეთვორქში”.

მის: ჭავჭავაძის 33ე
☎️+995 505 555 885
📧info@networkspace.ge