შემოგვიერთდით

გაიცანი ,,Network-ის” წევრი თორნიკე ენუქიძე

უკვე რამდენიმე თვეა რაც HR hub საერთო სამუშაო სივრცე Networkის დიდი ოჯახის წევრი გახდა და სწორედ აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს და აქტივობებს. რა თქმა უნდა უამრავი მეზობელი გვყავს და გვინდა თქვენც გაგაცნოთ.

სწორედ ამიტომ, ყოველთვე შემოგთავაზებთ რუბრიკას ,,გაიცანი Network-ის წევრები”. რუბრიკის პირველი სტუმარია თორნიკე ენუქიძე – სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი სამედიცინო განათლებით.

HR hub: მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ

მე ვეხმარები ადამიანებს მიაღწიონ სასურველ მიზნებს ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით. იყვნენ პროდუქტიულები და   დატვირთული დღის ფონზე, შეძლონ დაიჭირონ ბალანსი ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას შორის.

HR hub: რა სერვისებს სთავაზობ მომხმარებელს?

პერსონალიზებული სამენტორო კურსი. ადამიანის ფიზიკურ მონაცემებზე, მიზნებსა და სამუშაო გრაფიკზე მორგებული პროცესი წარიმართება 12-16 კვირის განმავლობაში.

HR hub: როგორ ფიქრობ წარმატებისთვის გამართლებაც საჭიროა თუ მხოლოდ შრომის შედეგია?

წარმატებას გამართლება სჭირდება, გამართლებას – შრომა. ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ვფიქრობ, 1 წელიწადში კიდევ მკითხეთ.

HR hub: როდის მიხვდი, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდი?

ვიგრძენი, ალბათ. ყველზე კარგი ინდიკატორია მოუსმინო:

  • შენს თავს;
  • შენს გარშემო ადამიანებს;

რაღაც დროს თუ სწორ ადგილას, სწორ დროს, სწორ ნაბიჯს დგამ,  გამორჩეული ჰარმონია დგება, აი ასე ვხვდები.

HR hub: რამდენი ხანია რაც ,,Network-ის“ წევრი ხარ?

მე ნეთვორქის წევრი ვარუ კვე მე-7 ბედნიერი თვეა, ჰმ რამდენი ხანი გასულა.

HR hub: ,,Network“ რომ ადამიანი იყოს, როგორ დაახასიათებდი?
ნეთვორქი რომ ადამიანი იყოს, ალბათ იქნებოდა ის მეგობარი, ვისაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიმართავ და იცი რომ ადგილზე დაგხვდება.  ბევრ პრანჭიაობას არ დაგიწყებს და სანაცვლოდაც არაფერს მოგთხოვს. აი ასეთი ადამიანი/მეგობარი იქნებოდა ნეთვორქი ადამიანი რომ ყოფილიყო.