შემოგვიერთდით

ომეგა 3-ის ეფექტი – ჯანმრთელობიდან სილამაზემდე

ვაგრძელებთ ახალ რუბრიკას  ,,ჯანმრთელობა”,  სადაც გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციებს და ვისაუბრებთ სტრესზე, რომელიც დიდი დოზით არის ჩვენს ცხოვრებაში.

ამჯერად ვისაუბრებთ ომეგა 3-ის ეფექტის შესახებ.

ოდითგანვე ცნობილია, რომ თევზის ქონი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს ცხიმოვან მჟავას შეიცავს. თუმცა ბევრი ადამიანისთვის არც ისე ხშირადაა ხელმისაწვდომი ზუთხი, ორაგული, სკუმბრია ან ქაშაყი, რომლებიც უხვად შეიცავენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ ნივთიერებას. ცხიმმჟავის გარეშე კი ორგანიზმი ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს, რაც უამრავი დაავადების მიზეზი ხდება. 

ამიტომ მედიცინისა და ფარმაკოლოგიის განვითარებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა შესაბამისი მედიკამენტის შექმნის აუცილებლობა. ესაა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ომეგა 3. 

დღეს ომეგა 3-ს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აწარმოებს და აფთიაქებშიც მრავალფეროვანი არჩევანია სხვადასხვა დასახელებით — ამვილაბი ომეგა 3, მიოლერის ომეგა 3, ტეტესეპტის ომეგა 3, სოლგარის ომეგა 3. ომეგა 3 ბავშვებისთვისაცაა ხელმისაწვდომი (მაგ. გერმანიაში წარმოებული Doppelherz Aktiv – დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო) და უფროსებისთვისაც. 

რომელი დაავადებების სამკურნალოდ და პრევენციისთვის გამოიყენება ომეგა 3

პირველ რიგში, კიდევ უფრო კარგად რომ გავაცნობიეროთ ომეგა 3-ის ფუნქცია და მნიშვნელობა. ქვემოთ ჩამოთვლილია იმ დაავადებების არასრული სია, რომელთა სამკურნალოდ და პრევენციისთვის არის რეკომენდებული მისი მიღება: 

  • ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია ანუ სისხლში ქოლესტერინის ფრაქციების მომატება; 
  • მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია (ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა);
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა;
  • ართრიტი, ართროზი;
  • გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
  • თვალის დაავადებები; 
  • მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა. 


ომეგა 3 წარმატებით გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მას უნიშნავენ ორსულებს, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში მისი დეფიციტი იწვევს როგორც ნაყოფის მცირე წონას, ასევე ნაადრევ მშობიარობას.

 

ომეგა 3-ის ეფექტი ჯანმრთელობაში

იმის გამო, რომ ომეგა-3  შეუცვლელი ცხიმმჟავების ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავების კომბინაცია, იგი  ზემოქმედებას ახდენს უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ეს განაპირობებს ამ პრეპარატის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრს.

ვფიქრობთ, ჩამოთვლილი ეფექტები საბოლოოდ დაგარწმუნებთ ომეგა 3-ის მნიშვნელობასა და აუცილებლობაში: 

  • ომეგა 3 აძლიერებს იმუნურ, ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციულ, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას; 
  • ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს (სხეულის ენერგეტიკულ რეზერვები), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს,  თრომბის წარმოქმნის, გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების რისკებს, არტერიულ წნევას, ასევე ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, სისხლის მიმოქცევას, მათ შორის თავის ტვინში, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ორგანიზმის საერთო ტონუსს;
  • ზრდის სისხლძარღვთა ელასტიკურობას, სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას  სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას;
  • არეგულირებს გულის რიტმს და ამცირებს გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების რისკს;
  • უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, არეგულირებს წონას.

ომეგა 3-ის ეფექტი გარეგნობაში 

კანის რა დაავადებების განკურნებისთვის და პრევენციისთვის ნიშნავენ ექიმები ომეგა 3-ს? ასეთ დაავადებებს შორისაა:

  • ეგზემა, რომელიც იწვევს ქავილს, გამონაყარს, ლაქებსა და ინფექციას;
  • ფსორიაზი — ხასიათდება მონომორფული, ანთებითი, ვარდისფერი, პაპულოზური გამონაყრითა და კანის უხვი აქერცვლით;
  • დერმატიტი — ვლინდება წითელი მქავანა გამონაყარით;
  • აკნე — დამახასიათებელი ნიშნებია: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით  და სხვა. 

გარდა ამისა ომეგა 3 აუმჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას.

როგორც მიხვდით ომეგა 3 შეუცვლელი და ყველაზე მნიშვნელოვანი  ცხიმოვანი მჟავაა ორგანიზმისთვის. მთავარია, ზუსტად მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციას, დაიცვათ მიღების წესები და მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ  უშუალოდ უჯრედების სტრუქტურის დონეზე იგრძნობთ მის შედეგს.