,,პიცალანდიამ” Facebook-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერენ რომ მადლიერების ნიშნად ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის პიცების გაგზავნა გადაწყვიტეს.
,,ამ დღეების განმავლობაში ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ ჩვენი ექიმები, ექთნები და შესაბამისი სამსახურები, წარმოუდგენელ სირთულეებს უმკლავდებიან და ზრუნავენ ჩვენზე.
“პიცალანდიას” გუნდმა თავი ვალდებულად ვიგრძენით, არა მხოლოდ სიტყვებით გამოვხატოთ მადლიერება, არამედ მცირედით გავახალისოთ და გავამხნევოთ ისინი.
შესაბამისად დღეს ინფექციური საავადმყოფოს მედ- პერსონალს, სადილზე ჩვენი გემრიელი პიცები გავუგზავნეთ!
ვფიქრობთ, კარგი იდეაა სოციალური კამპანია დავიწყოთ, სამედიცინო პერსონალის გასამხნევებლად და მხარდასაჭერად, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ 27/7-ზე” – ნათქვამია განცხადებაში.
“პიცალანდია” ქართულ-იტალიური ოჯახის პროექტია.