შემოგვიერთდით

რას სთავაზობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს?!

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ეწვიოთ მათ სტენდს საგამოფენო სივრცეში. დეტალებზე ვესაუბრეთ სკოლის დამფუძნებელს  ნინო ჩიკვაშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ HR ბიზნეს სამიტში მონაწილეობის მიღება?

ნებისმიერ სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო ინდუსტრიაში ადამიანური რესურსი და ორგანიზაციული განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი დაფუძნების დღიდან (2002 წელი) მუდმივად ცდილობს სამუშაო პროცესი იყოს პროგრესული და ინოვაციურ მიდგომებზე ორიენტირებული. სკოლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება  თანამშრომლების და ორგანიზაციის საჭიროებების თანხვედრაა.

HR ბიზნეს სამიტში მონაწილეობაც სწორედ სკოლა პროგრესის მთავარ მიდგომას დავუკავშირეთ, რადგან ვთვლით რომ სამიტის მთავარი თემა, გუნდურობა, გუნდური სულისკვეთება, სწორი გუნდის ფორმირება და მისი გავლენა ორგანიზაციის საქმიანობაზე, იდეალურად ემთხვევა ჩვენს ძირითად ღირებულებებს და საგანმანათლებლო ფილოსოფიას.

გვესმის და ვიაზრებთ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში სწორად და გუნდურად მოქმედება ხელს უწყობს არა მხოლოდ თანამშრომლებში ჰარმონიას და მიზნისადმი სწრაფვას, არამედ მოსწავლეებისა და მშობლების კმაყოფილების მაღალ დონეს. ეს ღონისძიება კი მოგვცემს საშუალებას გავცვალოთ იდეები ინდუსტრიის ლიდერებთან თუ როგორ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ გუნდი ჩვენს საგანმანათლებლო საზოგადოებაში, გავეცნოთ მნიშვნელოვან სიახლეებს და შევხვდეთ პოტენციურ პარტნიორებს.

HR hub: როგორ იქნება თქვენი სკოლა წარმოდგენილი სამიტზე?

ჩვენ წარმოდგენილი გვექნება სტენდი, რომელიც ნათლად გამოხატავს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის იდენტობას. დაინტერესებულ პირებს ჩვენი სკოლის უშუალო დამფუძნებლები და ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები, მივაწვდით ინფორმაციას სკოლის და საგანმანათლებლო მიდგომების შესახებ, გადავცემთ საინფორმაციო ბროშურებს და სხვა ბეჭდურ მასალებს, რომლებიც ხაზს გაუსვამს და მიაწვდის დამატებით ინფორმაციას ჩვენი სკოლის უპირატესობებსა და სკოლაში განხორციელებულ აქტივობებზე.

HR hub: რა შეთავაზებები გექნებათ თქვენთან მოსული ადამიანებისთვის?

ჩვენთან მოსული ადამიანებისთვის გვაქვს ორი შეთავაზება:

  • HR hub-ის წევრებს, რომლებსაც ჰყავთ შვილები ვთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას, როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ სექტორზე ჩვენი სკოლის სამივე ფილიალში: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში;
  • ამავდროულად, ჩვენთან მოსულ ადამიანებს დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის სასწავლო გეგმის, სწავლების მეთოდოლოგიების, არაფორმალური განათლების, კლასგარეშე აქტივობებისა და ჩვენი საგანმანათლებლო გარემოს უპირატესობების შესახებ. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას და გავუწიოთ პერსონალური კონსულტაციები მოსულ სტუმრებს, თუ როგორ შეუძლია ჩვენს სკოლას დააკმაყოფილოს მათი შვილების საგანმანათლებლო საჭიროებები. სტუმრები მიიღებენ სიმბოლურ ბრენდირებულ სასაჩუქრე ნაკრებს ჩვენი სკოლისგან.

HR hub: რით არის გამორჩეული სკოლა პროგრესი?

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის მულტიკულტურული სასწავლო გარემო, რომელიც მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას განივითაროს პატივისცემის, თანაგრძნობისა და თანამშრომლობის უნარი სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე მოსწავლეებთან. სკოლა პროგრესი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას და აქცენტს აკეთებს სასწავლო პროგრამაში არაფორმალური კლუბების ინტეგრირებაზე, რაც ამდიდრებს საგანმანათლებლო გარემოს, მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ საკუთარი თავი, ახალი უნარები და ინტერესები, რაც ხელს შეუწყობს მათ ზრდას და წარმატებას როგორც აკადემიურ, ასევე პირად საქმიანობაში. ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორმაგი, ქართული და ამერიკული დიპლომი და გარდა ამისა, გაიარონ წინასაბაკალავრო მოსამზადებელი კურსი AP Capstone სადიპლომო პროგრამის მეშვეობით. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საქართველოს ფარგლებს მიღამა განათლებისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა, რითაც ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების არაერთ კონფერენციებში, საზაფხულო სკოლებსა თუ ოლიმპიადებში.

HR hub: რატომ უნდა შეაჩეროს მშობელმა თქვენზე არჩევანი სკოლის არჩევისას?

როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჩვენ გვესმის ჩვენი შვილებისთვის სწორი სკოლის არჩევის მნიშვნელობა. ყველა მშობელს სურს მისი შვილი სწავლობდეს სკოლაში, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღებას, არამედ ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და ამზადებს მოსწავლეებს მუდმივად ცვალებადი გარემოსთვის. ვთვლით, რომ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი არის სწორედ ისეთი დაწესებულება, რომელიც ასრულებს ამ მისწრაფებებს.