HR hub – სა და ინტელექტკლუბ “რა? სად? როდის? ორგანიზებით, 20 თებერვალს, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პირველად საქართველოში, HR პროფესიონალებისთვის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” HR-ში ჩატარდება.
ღონისძიებას გაუძღვება ტელეშოუს „რა? სად? როდის?“ ავტორი და წამყვანი, საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი – გიორგი მოსიძე. ვინაიდან თამაში განკუთვნილი ეიჩარ პროფესიონალებისთვის, ამ სფეროდან იქნება რამდენიმე შეკითხვა, დანარჩენი კი – ზოგადი კითხვები.
როგორ მოხდება გუნდის დაკომპლექტება?
თითოეული გუნდი 6 ადამიანისგან შედგება.
- შესაძლებელია გუნდი დაკომპლექტდეს ერთი კომპანიის ეიჩარ პროფესიონალებისგან;
- შესაძლებელია გუნდი დაკომპლექტდეს ერთი კომპანიის ეიჩარ პროფესიონალებისგან და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან (იმ შემთხვევაში, თუ 6 ეიჩარ პროფესიონალი არ გყავთ);
- შესაძლებელია გუნდი დაკომპლექტდეს სხვადასხვა კომპანიის ეიჩარ პროფესიონალებისგან (იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში, მხოლოდ ერთი ან ორი ეიჩარ მენეჯერია და თამაშში მონაწილეობის მიღება უნდათ).
როგორ დავრეგისტრირდეთ?
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: forms.gle
ექვსეულის თამაშში მონაწილეობის ღირებულებაა 1500 ლარი + დღგ (ერთი გუნდი – 6 ადამიანი), ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, როგორც დამსწრე, გულშემატკივარი.
როგორია დრეს კოდი?
თამაშის მონაწილეებისა და დამსწრეთათვის მოქმედებს დრეს-კოდი: შავი ფერის Business
casual/Smart casual. სათამაშოდ არ დაიშვება მოთამაშე, რომელიც არ დააკმაყოფილებს დრეს-კოდს.
რა პრიზები იქნება?
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ,,რა? სად? როდის?” უცვლელი პრიზი – ბუ. ასევე იქნება სხვა პრიზები.
ვინ იქნება ჟიური?
ჟიურის წევრები იქნებიან ,,რა? სად? როდის?” გუნდის მიერ შერჩეული პროფესიონალები.
როგორია წესები?
ყველა დარეგისტრირებული მონაწილე მიიღებს თამაშის წესებს, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოს.
არ გაუშვა შანსი, მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალურ თამაშში და გახდე HR სფეროში პირველი ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული!
ღონისძიების პარტნიორები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia და Geosoft.

