შემოგვიერთდით

რას გულისხმობს პროგრამა “იმუშავე საქართველოდან”?

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” წინადადებას, “იმუშავე საქართველოდან” დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

“გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი როგორც ტრანსნაციონალური, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე. ფაქტობრივად ადამიანის გეოგრაფიულ მდენარეობას არ აქვს მნიშვნელობა, რომ მან დისტანციურად განახორციელოს უფლება-მოვალეობები.

ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას “იმიუშავე საქართველოდან“. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ვისურის მართვის ჩვენი მიღწევები, ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის.

ეს პროგრამა იმიშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს ჩვენ ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად საქრათველოდან შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მათი ყოფნა იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და კომფორტული. პროგრამა ატვირთულია stopcov.ge – ზე. ყველას შეუძლია ამით ისარგებლოს.

დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გააკეთებს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.