კომპანია Retail Group Georgia-მ თანამშრომლების შვილები ოფიში მიიწვია და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ბავშვებს ტორტი, წვენები, სანტა და საჩუქრები დაახვედრეს, რამაც კომპანიაში მხიარული, სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
“ბავშვებს გავაცანით ჩვენი კომპანიის ხელმძღვენელი, დავათვალიერებინეთ ოფისი და ვაჩვენეთ თითოეული თანამშრომელი რას ვაკეთებთ ანუ რა როლი გვაქვს. კარგი იყო.
თანამშრომლების ჩართულობის ფარგლებში წელს კორპორატიული წვეულება, გაზაფხულზე კი ჯომარდობა და მსგავსი სახის აქტივობები გვექნება რა თქმა უნდა” – ნატო კვაჭანტირაძე, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.