IT სპეციალისტები დისტანციურად მომუშავე ადამიანების დასახმარებლად ერთიანდებიან.
მსოფლიოში გავრცელებული კორონა ვირუსის (Covid 19) გამო შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე კომპანიებს ორგანიზაციული გარემოსა და პროცესების მთლიანად გადაწყობა მოუწიათ და გადავიდნენ დიტანციურ სამუშაო რეჟიმზე.
ადამიანები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ სჭირდებათ IT დახმარება, თუმცა ყველა კომპანიას თუ ორგანიზაციას არ აქვს რესურსი ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს თანამშრომელებს.
სწორედ ამიტომ, HR hub – ისა და საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის (Itag) ორგანიზებით, სოციალურ ქსელში შეიქმნა პლატფორმა/ჯგუფი, სადაც გაერთიანდებიან IT სპეციალისტები და დახმარების მსურველი ადამიანები, რომლებიც დასვამენ მათთვის საჭირო კითხვებს და მიიღებენ კომპეტენტურ დისტანციურ IT დახმარებას.
პლატფორმა მოხალისეობრივი პრინციპით იმუშავებს და ვირუსის შემდეგაც გააგრძელებს ადამიანების დახმარებას.