შემოგვიერთდით

Safco – შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში

მშენებლობა ერთ-ერთი რთულად სამართავი მიმართულებაა შრომის უსაფრთხოების მიზნით, ეს სექტორი გამოირჩევა თავისი ,,მანკიერი’’ თვისებებით რაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელის შემშლელ პირობებს წარმოდგენს შრომის უსაფრთხოებაში.

პროექტების სპეციფიკა, ადგილმედებარეობა, დამკვეთის მიერ მითითებული არარეალური ვადები, არაკვალიფიციური პერსონალი,უხარისხო ლოჯისტიკა და მრავალი ისეთი რამ რაც კომპლექსურად დიდ ბარიერს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარების თვალსაზრისით.

დღეს ბიზნესს თითქოს მცირედი წარმოდგენა შეექმნა ამ სფეროს მიმართ, რაც ნაწილობრივ მოქმედი და სამომავლო საკანონმდებლო აქტების შემუშავების დამსახურებაა, თუმცა კანონების არასწორმა ინტერპრეტირებამ ან არაკვალიფიციური წყაროს რეკომენდაციებმა შესაძლოა ბიზნესი სრულ ბუნდოვანებაში და არასწორ დამოკიდებულებაში ჩააგდოს.

გარკვეული წარმოდგენა შეიქმნა ბიზნესის მმართველების მხრიდან რომ, თუ ისინი აიყვანენ სამსახურში ადამიანს რომელსაც შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამა აქვს გავლილი, ამით ისინი, ანუ ყველა მენეჯმენტ რგოლები იხსნიან პასუხოსმგებლობას შრომის უსაფრთხოების საკითხებისადმი და მხოლოდ ამ ერთი სტრუქტურული ერთეულის (საუკეთესო შემთხვევაში) ან ერთი ადამიანის ამარა ტოვებენ ამ ურთულესს სფეროს რასაც შრომის უსაფრთხოების მართვა ჰქვია.

ჩვენ ,,საფკო’’  როგორც ამ სფეროს სპეციალისტები, მრავალწლიანი გამოცდილებით და საერთაშორისო სერთიფიცირებით, როგორიცაა მაგალითად OHSAS18001/ISO45001 აუდიტორები, სრული პაუსხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ რომ ბიზნესის ეს მიდგომა მათთვის წამგებიანია და შედეგის მომტანი არაა.

შრომის უსაფრთხოებაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბიზნესის ხელმძღვანელი რგოლების ჩართულობას. მაგალითად საქმის მწარმოებლების, ინჟინრების, კონსტრუქტორების, დირექტორების და სხვა პირდაპირ თუ ირიბად მშენებლობასთან დაკავშირებული პირების ჩართულობას შრომის უსაფრთხოების მართვის პროცესში.

მათი გამოცდილების და დასკვნების საფუძველზე ხდება კრიტიკული დოკუმენტების წარმოება და პროცესის მართვა, ამ დოკუმენტების დანერგვა და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბება. რაც შორს დადგება მსგავსი რგოლები შრომის უსაფრთხოების საკითხებისგან, მით უფრო წარუმატებელი იქნება ბიზნესი და შემდგომი დასკვნები არაეფექტურობაზე მიმართული იქნება მხოლოდ ,,არაკვალიფიციურ შრომის უსაფრთხოების’’ პერსონალზე, რომლებსაც მსგავს სიტუაციებში არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

,,საფკო’’ ურჩევს ყველა დეველოპერს და მშენებელს, ჩართოს ყველა მმართველობითი რგოლი შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მოახდინონ ამ სტრუქტურული ერთეულების განსწავლა ამ სფეროში, ტრენინგების, სემინარების, სხვადასხვა წყაროების მეშვეობით.

დღეს მშენებლობაში შრომის უსაფრთხოების მიმართულება რომ განვითარდეს და ეფექტური იყოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მყარი ხიდი გაიდოს შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის. თუ ეს პროცესი არ განხორციელდა, სამშენებლო სექტორი ამ მხრივ წარუმატებელი იქნება, ის სარგებელი რაც შრომის უსაფრთხოების პროცესისგან უნდა მიიღოს ვერ დაიდება და პროგრამა განწირული იქნება, შესაბამისად ის გადახდილი ფინანსური რესურსი თუნდაც ამ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავებაში წყალში გადაიყრილად ჩაითვლება.

საფკო – შრომის უსაფრთხოება არ არის სტრუქტურული დანამატი, ის არის ფუნდამენტი ბიზნესის სტრუქტურის, ერთგვარი კაპიტალი რომელსაც ბიზნეს რგოლების ინტეგრირების გზით შეუძლია წარმატება კიდე უფრო მაღალი ხარისხით წარმოაჩინოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *