HR hub–ის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანი N1), 17:00-19:00 სთ-ზე წინა საახალწლოდ, ყოველწლიური დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” შეკრებაზე.
ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო
რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- იპოვოთ სამსახური.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.
ადგილზე დაგხვდებათ ბარბარე ხასია — რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც მოგცემთ კარიერულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაიაროთ გასაუბრება.
კერძოდ კი, მიიღებთ:
- კარიერულ კონსულტაციას
- რეზიუმეს და LinkedIn პროფილის შეფასებას
- პირადი ბრენდის გაძლიერების რეკომენდაციებს
- რჩევებს გასაუბრებისთვის
- კონსულტაციას დასაქმების საერთაშორისო და დისტანციური შესაძლებლობების შესახებ.
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!
მონაწილე კომპანიები:
- Girteka Group
- შპს ,,თბილისი ენერჯი”
- შპს კონცენტრიქს სერვისის (საქართველო)
- სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”
- Grant Thornton
- შპს აუტო ჰოუმი 2019
- Adjara Group
- Midea Caucasus
- Evolution Georgia
- შპს მეიჯერელ საქართველო
- Six Values
- სს გეფა
- შპს რითეილ ჯგუფი – ბრენდი კალათა
- ss Hualing International Special Economic Zone კუთვნილი სასტუმრო ჰოტელს&პრეფერენსს ჰუალინგ თბილისი”
- პსპ ფარმა
- შპს დიეს პრო
- wendys
- dunkin
- subway
- ბიომარკეტი
- ამბერ სტუდიოს
- 020-EPOS EUROPEAN POINT OF SERVICE GEORGIA LLC
- smgroup.ge
- სს ნიკორა ტრეიდი
- შპს “ორი ნაბიჯი”
- OK! Magazine Georgia
- კარფური
- HR School – პირველი HR სკოლა საქართველოში.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Geosoft სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK
გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!

