შემოგვიერთდით

სტრატეგიული საკონსულტაციო ვებ-პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE “ეისითი”-სგან!

კვლევისა და სტრატეგიულმა საკონსულტაციო კომპანია ACT-მ COVID-19 პანდემიის გამო მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მოწყვლადი

– მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავა საკონსულტაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც „ეისითის“, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები თითოეული კომპანიას უფასო 2 საათიან კონსულტაციას გაუწევენ მათი პროფილის შესაბამისად.

„ჩვენ ეისითიში გვჯერა, რომ ცოდნა ძალაა. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ადამიანებში არსებობს ყველა საჭირო რესურსი იმისათვის, რომ ნებისმიერ სირთულეს სძლიონ და შესაძლებლობად გარდაქმნან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ვებ-პლატფორმა, სადაც ჩვენი სტრატეგიული კონსულტანტები თავის ცოდნას და ენერგიას გაუზიარებენ მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებს და დაეხმარებიან მათ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში.“ – აცხადებს თიკა რუხაძე, ეისითის დამფუძნებელი და გენერელური დირექტორი.

კონსულტაციის მიმართულებები მოიცავს: ბიზნესის განვითარების სტრატეგიას, ზოგად მენეჯმენტს, ლიდერობას და ორგანიზაციულ განვითარებას, კრიზისის მენეჯმენტს, ბიზნეს- ქოუჩინგს (ინდივიდუალური & გუნდური), კრიზისულ კომუნიკაციას, სტრატეგიულ HR-ს და თანამშრომელთა მოტივაციას, სტრატეგიულ მარკეტინგს და კომუნიკაციებს, IT ინფრასტრუქტურის გამართვას, ოფისებისა და ქოლ ცენტრების დისტანციურ მართვას, კიბერუსაფრთხოებას და სხვა მრავალ ბიზნეს მიმართულებას.

კონსულტაციების მიღება ხელმისაწვდომი გახდება 2020 წლის 6 აპრილიდან.