studentjob.ge-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, ბიზნეს ქეისების კონკურსი – BAT Challenge ჩატარდა. British-American Tobacco-მ გადაწყვიტა ინოვაციური ფორმით შეერჩია 2 სტაჟიორი ერთი ფინანსებისა და მეორე მარკეტინგის მიმართულებით.
ქეისების კონკურსში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის 24-მა შერჩეულმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
2 Carreer Doors ასე ერქვა კამპანიას, რომელიც თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში განხორციელდა.
სტუდენტებს კაფეტერიებში, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა ადგილებზე დახვდათ ორიგინალური პოსტერები, სადაც კონკურსის შესახებ იყო ინფორმაცია. კონკურსის მონაწილეები CV-ის, GPA-ისა და სამოტივაციო წერილის მეშვეობით შეირჩნენ.
BAT Challenge – ბიზნეს ქეისების კონკურსი, ტექნოპარკში ჩატარდა. შერჩეულ მონაწილეებს, BAT-ის გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში Felicio Ferraz-მა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელმა სოფო ჭუმბურიძემ მიმართეს.
მათ ისაუბრეს კომპანიის ძირითად ღირებულებებზე, თანამშრომლების განვითარებასა და მოტივაციაზე.
BAT Challenge რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ქეისების გარჩევისა და დისკუსიის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 სტუდენტი გადავიდა. ისინი 4 გუნდად განაწილდნენ. თითოეულ გუნდში იყო 1 მარკეტინგის და 1 ფინანსების სტუდენტი.
ფინალურ ეტაპზე British-American Tobacco-ს წარმომადგენლების წინაშე გუნდებმა არსებულ ბიზნეს ქეისზე პრეზენტაცია ჩაატარეს. გამარჯვებულმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულით მოიპოვა უპირატესობა. მალხაზ ხოფერია – კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსელი და ნუცა ასათიანი – ჯიპას British-American Tobacco-ში 3-დან 6 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
BAT ეს არის თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს.
studentjob.ge მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა კომპანიის რეკრუტინგული კამპანიების ჩატარებას.