შემოგვიერთდით

HR პორტალი – თიბისი დაზღვევის ახალი სერვისი HR მენეჯერებს

HR პორტალი თიბისი დაზღვევის ახალი პლატფორმაა. ჩვენ დავინტერესდით ახალი პროდუქტით და ამის შესახებ მარიკა მამფორიას, საოპერაციო სამსახურის უფროსს ვესაუბრეთ.

HR hub: მარიკა, საიდან გაჩნდა HR პორტალის შექმნის იდეა?

თიბისი დაზღვევა ბაზარზე გამოჩენის პირველივე დღიდან პოზიციონირდა, როგორც ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური კომპანია, რომლისთვისაც მუდმივი განვითარება და მუშაობისას ეფექტიანობის ზრდა ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები არამხოლოდ ჩვენს გუნდში  დაგვენერგა, არამედ  ისიც მოგვეხერხებინა, რომ თითოეული პარტნიორისთვის და  თანამშრომლობით დაინტერესებული კომპანიისთვის ჩვენთან ურთიერთობით ყველაზე კომფორტული გამოცდილება შეგვექმნა.

ჩვენი სამუშაო გამოცდილებაც აჩვენებდა, რომ ზოგადად,  HR-ების საქმიანობას საკმაოდ ართულებს ისეთი პროცესები, რომლებიც  რეალურად ძალზე მარტივად   შეიძლება გადაწყდეს. სწორედ აქ და ასე გაჩნდა  სპეციალური პორტალის შექმნის იდეა. პორტალის დახმარებით თიბისი დაზღვევასთან ურთიერთობა, თანამშრომლების დაზღვევა და აქტიური კომუნიკაცია ტრივიალურად გამარტივდა იმ  კომპანიებისთვის, რომლებიც თავიანთი დასაქმებულებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირებას ახორციელებენ.

პორტალი შექმნილია დიდი კომპანიების HR-ების გამოცდილებასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით. გათვალისწინებულია თითოეული დეტალი და მოთხოვნა, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული პორტალის შექმნა? 

როგორც უკვე აღვნიშნე, პორტალის შექმნის იდეა იყო კომპანიების HR-ებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საქმიანობის გამარტივება. ციფრულ სამყაროში, სადაც თითოეული წარმატებული კომპანია ცდილობს პროცესების ავტომატიზაციასა და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ანალიტიკურ საქმიანობაზე გადართვას, ჩვენ ხელს ვუწყობთ  ჩვენთან დაზღვეულ კომპანიებს რუტინული საქმე „გადააბარონ“ პორტალს და გამოთავისუფლებული  დრო სხვა, ბევრად უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოიყენონ.

HR hub: ვის შეუძლია ისარგებლოს პორტალით? 

პორტალით სარგებლობა შეუძლია ორგანიზაციაში მომუშავე რამდენიმე რგოლს: HR-ებს, ადმინისტრაციის მენეჯერებსა  და ზოგადად, კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული არიან  ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირებასა და მართვაში.

HR hub: რა პრინციპით იმუშავებს და ვის შეეძლება მონაცემების ატვირთვა? 

პორტალზე მონაცემების ატვირთვა შეუძლია HR-ის (ადმინისტრაციის) წარმომადგენელს. პორტალი მათ შესაძლებობას აძლევს კომპანიის თანამშრომლებს მარტივად გაუგზავნონ ბმული, სადაც თითოეული მათგანი შეავსებს პირად მონაცემებს და უკან გაუგზავნის HR-ს.  ეს უკანასკნელი კი  ღილაკზე  ერთი დაწკაპუნებით  გადასცემს ინფორმაციას თიბისი დაზღვევას.

შესაბამისად, პროცესი იწყება ჯანმრთელობის დაზღვევით დაინტერესებული კომპანიის თანამშრომლის განაცხადით  და სრულდება სადაზღვევო კომპანიაში.

HR hub: როგორ ფიქრობთ, რამდენად გაუმარტივებს ეს პროცესი დაზღვეულ კომპანიებს თქვენთან კომუნიკაციას? 

ადრე კომპანიის მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით გათვალისწინებული  ნებისმიერი მონაცემის ცვლილებისთვის საჭირო იყო მეილის მომზადება, ფაილების შევსება და კიდევ უამრავი სხვა ბიუროკრატიული პროცესის გავლა, ახლა პორტალის საშუალებით ამ ყველაფრის და კიდევ უფრო მეტის (იქნება ეს – პოლისის გაუქმება, დამატება თუ სხვა) გაკეთება  სულ რამდენიმე წუთში, წარმოუდგენლად   მარტივად  შეიძლება.

შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დაზღვეული კომპანიების წარმომადგენლებს ეს პროცესი და თავად პორტალი არამხოლოდ ჩვენთან კომუნიკაციას,  არამედ  ყოველდღიურობასაც გაუმარტივებს და მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროსაც.