19-23 ოქტომბერს, დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ვირტუალური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმში საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენელები მიიღებენ მონაწილეობას. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ შრომით ბაზარს, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ პოტენციური დამსაქმებლებისაგან.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ელ-ფოსტის მისამართზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ფორუმში მონაწილე კომპანიების შეხვედრების განრიგებისა და ინსტრუქციის შესახებ.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი
IV კორპუსი, ოთახი 111
ტელ: ( 032) 2 55 22 22
მობ: (+995) 555 26 14 64
ელ. ფოსტა: career@ug.edu.ge