USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი “კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის”.
ყველა გრანტის მაძიებელს, ვისაც სურს დაესწროს საინფორმაციო სესიას, გთხოვთ, გამოაგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია სარეგისტრაციო ელ-ფოსტაზე: skillsgrants@iesc.org.
თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ ელ.წერილს და დეტალურ ინფორმაციას შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა შეხვედრამდე 5 დღით ადრე.
პროგრამა ჩაატარებს წინასააპლიკაციო სემინარებსა და საინფორმაციო შეხვედრებს შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
18 ნოემბერი – თბილისი – გრანტის მაძიებლებისთვის თბილისიდან, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან
19 ნოემბერი – ბორჯომი – გრანტის მაძიებლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან
24 ნოემბერი – თელავი – გრანტის მაძიებლებისთვის კახეთის რეგიონიდან
30 ნოემბერი – ქუთაისი – გრანტის მაძიებლებისთვის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებიდან
1 დეკემბერი – ზუგდიდი – გრანტის მაძიებლებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან
3 დეკემბერი – ბათუმი – გრანტის მაძიებლებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და გურიის რეგიონიდან
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა, 18:00 სთ.
ინოვაციური საგრანტო პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს
საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისწავდომია შემდეგ ბმულებზე:
- Facebook- https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram
- ვებგვერდი: https://iesc.org/program/usaid-industry-led-skills-development/
- გრანტთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის: skillsgrants@iesc.org