სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგ“-მა COVID 19-ის გამოვლენის პირველივე ეტაპიდან მიიღო ყველა ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ზომა, რაც გასცა სახელმწიფომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
კომპანიისთვის პირველ ადგილას თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხო გარემოში მუშაობა დგას, შესაბამისად COVID 19-ის პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
კომპანია ასევე აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში და ყველა აცრილი თანამშრომლისათვის დამატებით ბენეფიტებსა და საჩუქრებს აწესებს. ყველა თანამშრომელი, რომელიც აიცრება 30 სექტემბრამდე მონაწილეობას მიიღებას 4 ოქტომბერს გამართულ გათამაშებაში და შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ საქართველოს კურორტებზე, მიიღონ სხვადასხვა სასაჩუქრე ვაუჩერები. ასევე ყველა აცრილი თანამშრომლისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დასვენების დღეები, რათა მშვიდ გარემოში შეძლონ ვაქცინაცია.
თანამშრომელთა დამატებითი ინფორმირებისა და მათთვის საინტერესო კითხვებზე საპასუხოდ, კომპანიამ ორგანიზება გაუკეთა ონლაინ შეხვედრას ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან, სადაც თითოეულმა თანამშრომელმა დარგის წამყვანი სპეციალისტისგან მიიღო კომპეტენტური პასუხები.
კომპანია შარმ ტრეიდინგი მადლობას უხდის თითოეულ თანამშორმლს იმისათვის, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად თავდაუზოგავად შრომობენ და ამასთანავე აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვით პანდემიის დამარცხებას შევძლებთ.