თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. შესაბამისად ვდგებით გამოწვევის წინაშე, სად იყოს ჩვენი ოფისი.
მსოფლიო მასშტაბით კომპანიები იყენებენ მოქნილ საოფისე სივრცეებს – ე.წ სერვის ოფისებს, აქვთ ბიზნეს მისამართი, არ უწევთ დროისა და რესურსის ხარჯვა ადმინისტრაციული მომსახურების მიღებაზე და ამ ყველაფერს მცირე დანახარჯებით ახერხებენ. საქართველოში აღნიშნულ სერვისს ბიზნეს ცენტრი Regus გთავაზობთ.
Regus-ს საქართველოში 2 ფილიალი აქვს. ერთი თავისუფლების მოედანზე, ხოლო მეორე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც სულ რაღაც 2 თვეა გაიხსნა.
Regus გთავაზობთ:
- საოფისე სივრცე – სრულად მოწყობილი IT აღჭურვილილი სამუშაო ფართი, რომელსაც შეუძლია თქვენს ბიზნესთან ერთად გაიზარდოს;
- საერთო სამუშაო სივრცე – სამუშაო მაგიდა საზიარო გარემოში ან საკუთარი მაგიდის დაჯავშნა;
- ბიზნეს-ლაუნჯი – არაფორმალური შეხვედრების სივრცეები უფასო ჩაითა და ყავით, WiFi, პრინტერი, სკანერი და xerox-ის მანქანა;
- შეხვედრების ოთახი – სრული აღჭურვილობით (პროექტორი, დაფა);
- ვირტუალური ოფისი – ბიზნეს-მისამართი, სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, ფოსტის გადამუშავება და ოფისის გამოყენება;
- წევრობა – საერთო სამუშაო და კერძო საოფისე სივრცეების ქსელით სარგებლობა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც Regus-ის ოფისი მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, სამუშაო სივრცე გჭირდებათ მხოლოდ ერთი საათით თუ მრავალი წლით, Regus ყოველთვის გთავაზობთ შესაფერის გადაწყვეტილებას. მათი სამუშაო სივრცეების ქსელის გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ თავიდან აიცილებთ მოწყობის ხარჯებს და კაპიტალურ ინვესტიციას. ყველაფერი სრულად მომარაგებულია აუთსორსინგით. შეგიძლიათ დაამატოთ ან შეამციროთ სამუშაო სივრცე მოქნილი პირობების წყალობით, ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია თქვენს მიმდინარე და მომავალ საჭიროებებზე.
მოთხოვნის მიხედვით