შემოგვიერთდით

აქ მთავარი ხარ შენ!

საერთშორისო სუპერმარკეტების ქსელი ,,სპარი” დასაქმების ახალ კამპანიას ,,აქ მთავარი ხარ შენ!” იწყებს. ადამიანებს ამ მარტივი სააპლიკაციო ფორმის http://bit.do/fdQYh შევსებით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მომხმარებლებზე ზრუნვის კონსულტანტის პოზიციაზე და კომპანიიდან მათ ძალიან მალე დაუკავშირდებიან.

,,წარმოიდგინე, შენ ხარ მომხმარებლებზე ზრუნვის კონსულტანტი – ე.ი სუპერმარკეტში ყველაზე საჭირო ადამიანი.

  • მაღაზიაში შემოსულ ადამიანებს ახვედრებ პროდუქციით სავსე თაროს;
  • ეხმარები მათთვის სასურველი პროდუქციის პოვნაში;
  • ამოწმებ პროდუქციის ხარისხის, ვადას, ფასმაჩვენებლებს. შენ ხომ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი ხარ;
  • აკონტროლებ ყველაფერს სალაროსთან. კი, ნაღდ ფულსაც. დიახ, საპასუხისმგებლოა. შენ ხომ აქ მთავარი ხარ?!
  • მომხმარებლებს მიმართავ “რით შემიძლია დაგეხმაროთ?” და ამით აჩვენებ, რომ ზრუნავ.

სანამ შენ ზრუნავ მომხარებელზე, ჩვენ გვინდა შენზე ვიზრუნოთ, ამიტომ ვიფიქრეთ რა შეიძლება გჭირდებოდეს:

  • ტრანსპორტირება? – სამგზავრო ბარათზე ჩვენგან თანხა დაგერიცხება;
  • კვებაზე ფიქრობ? – 50%იანი ფასდაკლება გექნება ჩვენს პროდუქციაზე;
  • სწავლაში ხელი შეგეშლება და ამაზე დარდობ? – სასურველ გრაფიკს აირჩევ;
  • სწავლის საფასურის გადახდაზე გეფიქრება? – ჩვენ დაგეხმარებით;
  • განვითარება და კარიერული წინსვლა გინდა? – ყოველ კვირას სპარის ახალი მაღაზიები იხსნება, რაც დაწინაურების უდიდეს შესაძლებლობას გაძლევს;

გამოცდილება არ გაქვს? – მერე რა, ჩვენ გასწავლით!

და ბოლოს, შეუძლებელია ადამიანს 100% ყველაფერი მოსწონდეს. ამიტომ, თუ რაიმე არ მოგეწონება, ერთად ვიმუშაოთ მის გამოსწორებაზე!

ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით: ,,ერთად უკეთესია!”

ეს ჩვენს კომპანიაში პოზიტიური სიახლეების მხოლოდ დასაწყისია!” – აცხადებენ კომპანიაში.

შეავსე აპლიკაცია და უსწრაფესად დაგირეკავენ.

  •  
  •  
  •  
  •