შემოგვიერთდით

გაიცანით, გიორგი ბაქანიძე, 73 წლის, გლოვოს კურიერი

ნათქვამია არასდროს არ არის გვიან დაიწყო ახალი საქმე. 73 წლის გიორგი ბაქანიძე, რომელიც ,,გლოვოს” კურიერად მუშაობს, ამის ნათელი მაგალითია. პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა აქტიური ცხოვრება გაეგრძელებინა. მუშაობს, რადგან დიდ სიამოვნებას ანიჭებს თბილისის ქუჩებში სიარული და უამრავ ადამიანთან ურთიერთობა. ,,ასაკს არ აქვს მნიშვნელობა მთავარია გიყვარდეს საქმე რომელსაც აკეთებ.” – ამბობს გიორგი ვიდეო რგოლში, რომელსაც კომპანია ,,გლოვო” Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

აღსანიშნავი და დასაფასებელია ის, რომ კომპანია ,,გლოვომ” პენსიაზე გასულ ადამიანს დასაქმების შესაძლებლობა მისცა.

  •  
  •  
  •  
  •