შემოგვიერთდით

გაიცანით სოფი მხარგრძელი და მარიამ სუხაშვილი HR hub Next I-ის წევრები

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ახალი პროექტი, რომელიც მომავალი HR-ების ინოვაციურ ჰაბს წარმოადგენს.

აქ გაწევრიანებულები არიან ადამიანები, რომლებსაც მცირე გამოცდილება აქვთ ადამიანური რესურსების სფეროში ან აინტერესებთ და სურთ მიიღონ ცოდნა ამ მიმართულებით.

სოფი მხარგრძელი და მარიამ სუხაშვილი HR hub Next-ის პირველი ნაკადის წევრები არიან. ჩვენ ვთხოვეთ მათ გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები ნექსთის შესახებ. გთავაზობთ ინტერვიუს.

HR hub: მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ?

სოფი მხარგრძელი: 9 თვის განმავლობაში ვიყავი HR ასისტენტი და დაინტერესებული ვარ ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობებით.

მარიამ სუხაშვილი: მე ვარ მარიამ სუხაშვილი, პროფესიით ფსიქოლოგი. ამჟამად დასაქმებული ვარ სს „საქართველოს ბანკში“ ბიზნესის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

HR hub: როგორ მოხვდით HR hub Next-ში?

სოფი მხარგრძელი: HR Hub ჩემთვის საინტერესო ღონისძიებებს მართავდა მუდმივად, თუმცა ძირითადად 2 წლიანი გამოცდილება იყო საჭირო ამ სფეროში, რაც ჯერ არ მაქვს. როგორც კი გამოცხადდა მსგავსი პროექტი, შანსი ხელიდან არ გავუშვი და მე ვარ HR Hub Next.

მარიამ სუხაშვილი: დაინტერესებული ვარ ადამიანური რესურსების მართვის შესწავლით, გავლილი მაქვს სხვადასხვა ტრენინგ-კურსები. ვცდილობ რომ, მუდმივად თვალი ვადევნო ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს. თავდაპირველად გავიგე HR Hub-ის შესახებ, თუმცა როგორც გამოუცდელს არ მქონდა შესაძლებლობა ჰაბში გავწევრიანებულიყავი. მალევე ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იწყებოდა HR Hub Next-ის პირველი ნაკადის მიღება. მაშინვე დავრეგისტრირდი და მოუთმენლად ველოდებოდი ზარს ჰაბიდან.

HR hub: რა არის თქვენთვის HR hub Next?

მარიამ სუხაშვილიეს არის დიდი გამოცდილება, ახალი კონტაქტები, კომფორტული გარემო, სადაც ხვდები რომ შენზე ზრუნავენ, საინტერესო, მრავალფეროვანი შეხვედრები და რაც მთავარია, პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია შენს განვითარებაზე.

სოფი მხარგრძელი: ადგილი სადაც გავიცანი პროფესიონალები, ადამიანები რომლებსაც ძალიან უყვართ ჩვენი საქმე/სფერო. მივიღე ფასდაუდებელი ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკას ეყრდნობოდა. წარმოდგენა შემექმნა, სხვადასხვა კომპანიების პოლიტიკაზე და ხედვებზე. ასევე გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები. HR Hub Next არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნისკენ რომელიც დავისახე.

HR hub: რას ურჩევდით HR hub Next-ის მომავალ წევრებს?

სოფი მხარგრძელი: მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიიღონ თითოეულ მენტორისა თუ ორგანიზატორისგან. ასევე არ მოერიდოთ იყვნენ აქტიურები და არ შეუშინდნენ სიახლეებს.

მარიამ სუხაშვილიHR hub Next-ის მომავალ წევრებს ვურჩევ რომ, იყვნენ ღია, გახსნილები და აქტიურები, ეცადონ რომ დაესწრონ ყველა შეხვედრას, რადგან შეხვედრები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანია. უბრალოდ მიიღონ სიამოვნება.

HR hub: უკავშირდება თუ არა თქვენი სამომავლო გეგმები HR სფეროს?

სოფი მხარგრძელი: HR არის სფერო, რომელიც მომწონს, მაინტერესებს და აუცილებლად ვაპირებ ამ კუთხით მოღვაწეობას. HR Hub Next- ში საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში.

მარიამ სუხაშვილი: HR hub Next-მა მომცა შესაძლებლობა გამეცნო წარმატებული კომპანიების HR მენეჯერები, გამეზიარებინა მათი გამოცდილება, თანამედროვე HR-ის მუშაობის სტილი/ტემპი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა ვარ მოტივირებული რომ ჩემი სამომავლო გეგმები დავუკავშირო HR სფეროს.

HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და  მედია მხარდამჭერი –  პალიტრა მედია ჰოლდინგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *