შემოგვიერთდით

როგორ აფასებენ HR hub Next-ის მერვე ნაკადის წევრები პროექტს ?!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “როგორ აფასებენ HR hub Next-ის მერვე ნაკადის წევრები პროექტს ?!”

HR hub Next-ის მეცხრე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეცხრე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

ნინო ჯინჯოლავა HR Partners ტოვებს და ლაბორატორიულ ბიზნესში გადადის

2012 წელს ნინო ჯინჯოლავამ HR Partners დააფუძნა და დღემდე მისი ხელმძღვანელი იყო. ახლა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დროა. კომპანია მის თანამშრომლებს, HR hub Next-ის წევრებს ნინი ჯაშიაშვილს და ანი ანდღულაძეს ჩააბარა და თავად ლაბორატორიულ ბიზნესში გადაინაცვლა.

მიმდინარე კარიერულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ ნინოს და ინტერვიუ ჩავწერეთ.

HR hub: ნინო როგორც გავიგეთ სიახლეებია შენს პროფესიულ საქმიანობაში. მოგვიყევი რას აპირებ?

დიახ, ვტოვებ აქტიურ საქმიანობას HR Partners-ში და სრულიად სხვა სფეროში, ლაბორატორიულ ბიზნესში გადავდივარ.

HR hub: რატომ გადაწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა?

ვთვლი რომ კომპანიაში დგება მომენტი, როცა დამფუძნებელი უნდა გავიდეს აქტიური საოპერაციო პროცესებიდან და თანამშრომლებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. HR Partners უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე, უკვე თავისი ადგილი აქვს, ჰყავს სტაბილური მომხმარებლები, აქვს ცნობადობა. მე ვფიქრობ, რაც საჭირო იყო და შემეძლო, მივეცი ამ კომპანიას იმისათვის რომ ამ ეტაპამდე მისულიყო. გავუძელით და გადავლახეთ ბევრი პრობლემა, მათ შორის გადავურჩით პანდემიის პირველ დარტყმას. გვქონდა ბევრი გამარჯვება, შეცდომებზე და მარცხზე ვისწავლეთ. ძალიან ბევრ დამწყებ HR-ს მივეცით საშუალება გამოცდილება მიეღოთ, საფეხურად გამოვეყენებინეთ HR სამყაროში შესაბიჯებლად, თითოეული მათგანი ძალიან წარმატებული HR მენეჯერია დღეს. მიხარია, როცა მათ პროგრესს ვხედავ და ძალიან ვამაყობ თითოეული მათგანით.

ახლა ვფიქრობ ზედმეტი ვარ, ახალი „სისხლია“ საჭირო, ახლებური ხედვა, დამოუკიდებელი, თამამი გადაწყვეტილებები. უკვე დროა HR Partners ცალკე არსებობდეს და ნინო ჯინჯოლავა ცალკე.

ლაბორატორიის დირექტორი 2015 წლიდან ვარ, თუმცა იმდენად კარგად გვაქვს პროცესი აწყობილი, ჩემს სრულ ჩართვას არ მოითხოვდა აქამდე. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ნათლად დავინახე ამ ბიზნესის ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ ახლა, როგორც არასდროს ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია – უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ საკვები, მედიკამენტები, წყალი, რომელსაც ვიღებთ უსაფრთხოა და შეესაბამება მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს. მე რასაკვირველია, უშუალოდ ლაბორატორიული საქმიანობა არ მეხება. ლაბორატორიას ჰყავს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელი, მაგრამ როგორც დირექტორს მევალება სრული ადმინისტრაციული, მარკეტინგული და ფინანსური მართვა უზრუნველვყო.   მივხვდი რომ, ახლა აქ უფრო საჭირო ვარ. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე სრულად გადმოვსულიყავი ლაბორატორიაში. ბუნებით რეფორმატორი ვარ, მიყვარს ცვლილებები და ძირითადად ჩემს კარიერასაც თუ გადავხედავთ, ყველგან სადაც ვმუშაობ რაღაცას ვცვლი, სიახლე შემაქვს, იმედი მაქვს არც ახლა იქნება გამონაკლისი.

HR hub: პირველ რიგში გვიხარია, რომ HR Partners-ში ახლა HR hub Next-ის წევრები მუშაობენ და სწორედ მათ ჩააბარე ეს საქმიანობა. როგორ მოხვდნენ შენთან ნინი და ანი?

ნინი და ანი საოცარი გოგონები არიან ხალისიანი, კეთილი და დაუზარელი. ანი HR Hub Next-ში ჩემი გუნდის წევრი იყო. ყველაზე ჩუმი, არაფერს ამბობდა, მაგრამ ვხედავდი ყველაფერს აკვირდებოდა და ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ შევთავაზე მას ჩემთან დარჩენა. ნინი თავისით დამიკავშირდა. მომხიბლა მისმა სითამამემ, მზაობამ, მონდომებამ ესწავლა და მიეღწია მიზნისთვის. ორივესთან ჯერ სტაჟირებით დავიწყეთ, მერე გამოსაცდელი ვადით და აი უკვე 1 წელი ერთად ვართ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ერთი წელი გავატარეთ ერთად. ვფიქრობ სრული ტრანსფორმაცია განიცადეს გოგონებმაც და მეც, რაღაცნაირად ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ, ერთმანეთისგან ვისწავლეთ ძალიან ბევრი.

HR hub: ფიქრობ, რომ მზად არიან შენი დაწყებული საქმე გააგრძელონ?

საერთოდ ვფიქრობ რომ ახალი თაობის დროა. ვფიქრობ, ბევრად უფრო ჯანსაღი, უკეთესი ხედვა აქვთ, კრიტიკულად აზროვნებენ, ცდილობენ გაუგონ კანდიდატს/მომხმარებელს და არა – შეასრულონ ვინმეს დავალება, არ იაზროვნონ სტერეოტიპულად. ამიტომ ვფიქრობ ისინი ჩემზე უკეთესად გააგრძელებენ ჩემს დაწყებულ საქმეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადგან მე დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე მე უნდა ვაკეთო. პირიქით, სიახლეა საჭირო განვითარებისთვის და ძალიან რეალურად გავაანალიზე, რომ ამ სიახლის მოტანა ახლა მე არ შემეძლო. სადაც შემიძლია, იქ მივდივარ. თუ მომავალში ჩავთვლი, რომ ისევ უნდა დავბრუნდე, ასეც მოვიქცევი, ან კიდევ სხვაგან წავალ. მიყვარს ცვლილებები.

HR hub: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ამ ეტაპზე ჩემი ყველა გეგმა უკავშირდება ლაბორატორიას და მის განვითარებას. რატომღაც დამკვიდრებული აზრია, რომ ლაბორატორიაში მთავარი აპარატურაა, თუმცა მე ამას არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ლაბორატორიაშიც, როგორც ყველგან, მთავარი ადამიანური რესურსია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემი ლაბორატორია მდიდარია, როგორც თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე გამოირჩევა თავის პროფესიონალთა გუნდით. პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ვფიქრობ, მგონია, ძალიან მალე, დიჯიტალიზაცია იქნება ყველაზე აქტუალური გამოწვევა ბიზნესისთვის. ძალიან გრძელვადიან გეგმებს აღარ ვისახავ, ცხოვრებამ დამანახა, რომ გარემო იმაზე უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე წარმოვიდგენდით. შესაბამისად, უკვე სიურპრიზად მინდა დარჩეს, რა მოხდება ხვალ. მე კი, სტაბილურად ფეხდაფეხ ვადაპტირდე მიმდინარე ცვლილებთან.

HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ

STREAM და HR hub ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია კვლევითი პროექტების საშუალებით, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ კომპანიებს ადამიანური კაპიტალზე ზრუნვისა და განვითარების სისტემების ეფექტიანობის გაზრდაში.  Continue reading “HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ”

HR hub Next-ის მერვე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მერვე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

HR hub Next-ის მერვე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მერვე ნაკადის მენტორები ცნობილია”

HR hub Next-ის მეშვიდე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ გაივლით 10 ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. იმუშავებთ პრაქტიკულ დავალებებზე. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ვინ იქნებიან მენტორები?

მენტორების სანახავად გადადით ლინკზე: HR hub Next – ის მენტორები

სად ჩატარდება?

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნექსთის შეხვედრები გაიმართება ონლაინ.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 3 ივლისამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და ონლაინ გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება 6 ივლისს  და დასრულდება  31 ივლისს.

HR hub Next ფასიანია?

პროექტის ღირებულებაა 295 ლარი.

ადგილები შეზღუდულია.

გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?

  • პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
  • შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები: https://bit.ly/2RIF84c

HR hub Next-ის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი

HR hub Next-ის მეშვიდე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეშვიდე ნაკადის მენტორები ცნობილია”

HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

ნინო ჩორგოლაშვილი HR hub Next-ის შეხვედრებზე დასასწრებად ყოველკვირას ქუთაისიდან ჩამოდიოდა

ნინო ჩორგოლაშვილი პროფესიით  იურისტია, დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და წარჩინებით დაამთავრა. Continue reading “ნინო ჩორგოლაშვილი HR hub Next-ის შეხვედრებზე დასასწრებად ყოველკვირას ქუთაისიდან ჩამოდიოდა”