შემოგვიერთდით

,,დღეს ყველა ჩვენმა თანამშრომელმა იცის, რომ მათი შვილი ყოველთვის სასურველი სტუმარია ეისითიში” – თინათინ რუხაძე

,,ერთ მშვენიერ დღეს ოფისში თანამშრომელს რომ მივესალმე, დავინახე, რომ უხერხულად მალავდა ბავშვს ზურგს უკან.

მომიბოდიშა, ვერ დავტოვე ვერსადო. არასდროს დამავიწყდება მისი სახე, თითქოს რაღაც დანაშაულზე წაასწრეს: შიში, სირცხვილი, ღელვა – ყველაფერი ერთად იკითხებოდა. დავამშვიდე და ერთი რჩევაც მივეცი, არასდროს იმუშავო იქ, სადაც შენი დედობა პრობლემად ან დანაშაულად იქნება აღქმული მეთქი. დღეს ყველა ჩვენმა თანამშრომელმა იცის, რომ მათი შვილი ყოველთვის სასურველი სტუმარია ეისითიში.” – აღნიშნულ ინფორმაციას ACT-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.