შემოგვიერთდით

გაახალისე დისტანციური მუშაობა – ,,უფროს” შეთავაზება HR მენეჯერებს

 

“უფრო” სტარტაპია, რომელიც პანდემიის პერიოდში გაეშვა. გასაკვირი უკვე არავისთვის იქნება და კვლევებიც ადასტურებს, რომ კოვიდის პერიოდში ძალიან გაიზარდა ეკრანთან გატარებული დრო, როგორც სამუშაო, ასევე დასვენების შემთხვევებში. ,,რადგან დღეს, ჯანმრთელობა მთავარი საზრუნავია, ჩვენს მიმართულებად ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა ავიღეთ და დავიწყეთ ინტენსიური ფიქრი და მუშაობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა, რაც გავლენას მოახდენდა პოზიტიურ ჰორმონებზე და გამოიწვევდა სამუშაო დროის გახალისებას და საბოლოო ჯამში, გაზრდიდა ადამიანის პროდუქტიულობას” – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბრისას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

როდესაც ჩირისა და თხილეულის მიქსებზე ჩამოვყალიბდით, მისი სასიკეთო თვისებებიდან გამომდინარე მივხვდით, რომ მისი სასარგებლო ბენეფიტებიდან გამომდინარე, შეგვეძლო დადებითი გავლენა მოგვეხდინა ადამიანების არა მხოლოდ მენტალურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც და გადაწყვეტილება მყარად მივიღეთ. გავეცანით უამრავ რეკომენდაციას, მოვამზადეთ პორციები და გავუშვით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველაზე პოპულარულ დელივერი კომპანიებთან, ამიტომ შეძენის პროცესი ძალიან მარტივი და მომხმარებლისთვის უკვე, კარგად ნაცნობია.

HR hub: რა კამპანია გაქვთ ახლა და რას სთავაზობთ HR მენეჯერებს?

კამპანიის ფარგლებში, რომელსაც HR საზოგადოებას ვთავაზობთ 2020-ის ბოლო თვის აღსანიშნავად, გვინდა კომპანიებს მივცეთ საშუალება, რომ განსაკუთრებით დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დინამიურობის შენარჩუნება, ჰქონდეთ შესაძლებლობა, უფასოდ მიიღონ ჯანსაღი ,,სნექი” და გაიხალისონ სამუშაო პროცესი, რაც ასევე დადებითად აისახება იმუნიტეტზე და სახლში ყოფნით გამოწვეულ სტრესზე. ჩვენ მთავარ მიზანსაც, ადამიანების პროდუქტიულობის გაზრდა და სამუშაო პროცესის გახალისება წარმოადგენს.

შეთავაზებული “უფრო” პროდუქტებია – უფრო-Energy, უფრო-Sparkle, უფრო-Power, უფრო-Creative და უფრო-Sexy. პორციებში შედის – ქლიავის ჩირი, გარგარის ჩირი (კურაგა), ვაშლის ჩირი, ფინიკის ჩირი, ქიშმიში, კაკალი, თხილი, მიწის თხილი, ნუში და გოგრის თესლი.

მოითხოვე ოფერი – https://bit.ly/34GJSeW