შემოგვიერთდით

,,თითოეული თანამშრომლის წარმატებას, მოტივაციას და კვალიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის წარმატებისთვის” – ლანა ხარაზიშვილი

სს გრინვეი საქართველო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების ხაზებს ფლობს.

სს „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ნომერ პირველი ბრენდი Applus, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და „გრინვეიმ“ მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციური და კომფორტული მომსახურება შესთავაზა, რაც გახდა ნდობის საწინდარი.

კომპანიის წარმატებებსა და სიახლეებზე ვესაუბრეთ ,,გრინვეის” HR განყოფილების უფროსს ლანა ხარაზიშვილს.

HR hub: ლანა სულ რამდენი ადამიანია დასაქმებული ,,გრინვეიში”?

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლნ ინვესტიცია და შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. დღეის მდგომარეობით, „გრინვეიში“ 370-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

HR hub: მოგვიყევით თქვენი ახალი პროექტის ,,ვამოს გრინსპექტორს“ შესახებ

გრინვეი შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერთი იდეის გარშემო – შექმნას უკეთესი გარემო და მისცეს თანაბარი შესაძლებლობები ყველას. ნებისმიერი კომპანია დგას თავის თანამშრომლებზე და თითოეული მათგანის წარმატებას, მოტივაციას და კვალიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ, ,,გრინვეიმ” შექმნა სპეციალური პროექტი – „Vamos გრინსპექტორს“ და 10 სუპერ გრინსპექტორს კვალიფიკაციის ასამაღებლად გაგზავნის ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში. ბარსელონაში გრინსპექტორები ტრეინინგს გაივლიან მსოფლიო ბრენდ კომპანიაში „Applus”-ში, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების მომსახურებას მსოფლიოს 70 ქვეყანაში ახორციელებს.

HR hub: ვის აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროექტში და როგორ შეირჩევა 10 საუკეთესო თანამშრომელი?

ბარსელონაში №1 ბრენდ კომპანია „Applus“-ში გამგზავრების შანსი აქვს გრინვეის ნებისმიერ ინსპექტორს.

ბარსელონაში გასამგზავრებლად შეირჩევა:

  • თბილისის საუკეთესო სერვის ცენტრის შვიდი თანამშრომელი;
  • აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო სერვის ცენტრის მენეჯერი;
  • დასავლეთ საქართველოს საუკეთესო სერვის ცენტრის მენეჯერი;
  • დასავლეთ ან აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი.

რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, ყურადღება მიექცევა შესრულებული სამუშაოს შეფასების როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ მაჩვენებლებს და მომსახურების მაღალ ხარისხს.

HR hub: როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის იანვარში.

HR hub: როგორც ვიცი, სტაჟირება გაქვთ გამოცხადებული საქართველოს მასშტაბით. დეტალურად რომ გვიამბოთ ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

სს „გრინვეი საქართველო“  მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების  სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

HR hub: სად შეიძლება ინფორმაციის ნახვა და რა არის საჭირო სტაჟირების გასავლელად?

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi

HR hub: სტაჟირების შემდეგ, თუ არის დასაქმების შესაძლებლობა?

წარმატებული კანდიდატები მოხვდებიან ჩვენს სარეზერვო ბაზაში და კონკრეტული რეგიონის სერვის ცენტრში ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში დასაქმდებიან გრინსპექტორებად.

HR hub: სხვა სიახლეებსაც ხომ არ გეგმავთ?

„გრინვეი“ მუდამ იზრუნებს თანამშრომლების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. 2020 წლიდან იგეგმება რამდენიმე პროექტი, რომელთა შესახებაც დამატებითი დეტალები პერიოდულად გახდება ცნობილი.

  •  
  •  
  •  
  •