შემოგვიერთდით

Google – როგორ შევინარჩუნოთ ტალანტები

თუკი დღეს ნებისმიერ სტუდენტს დაუსვამთ  კითხვას, თუ  რომელია მათი საოცნებო სამსახური და სად მუშაობა სურთ ყველაზე მეტად, გიპასუხებთ, რომ ეს არის “Google”.

დღევანდელ ეკონომიკაში ადამიანები უფრო და უფრო ფასეული აქტივია და კომპანიებს ტალანტების გადინება ძალიან ძვირი უჯდებათ.

Laszlo Bock – გუგლის მენეჯერი (SVP of Google’s People Operations) ამბობს, რომ ადამიანები კომპანიაში მხოლოდ მატერიალური მოტივაციის, ხელფასის გამო არ ჩერდებიან. ტალანტის მქონე ბევრი ადამიანი მუშაობს google-ში იმიტომ რომ ამ კომპანიას აქვს განსაკუთრებული, უნიკალური კულტურა.

Bock განმარტავს, რომ მიზეზები თუ რატომ უნდათ ადამიანებს მუშაობა ამა თუ იმ კომპანიასა თუ ორგანიზაციაში არის შემდეგი:

  1. ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობენ

ადამიანების სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გუგლს ახალი თანამშრომლების შერჩევის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს, იქნება ეს ადმიანისტრაციული  ასისტენტის პოზიცია თუ მთავარი ინჟინრის. ახალი თანამშრომელები შერჩევის პროცესს გადიან პოტენციურ ხელმძღვანელთან, თანამშრომლებთან, შესაბამის კომისიასთან და საბოლოოდ გუგლის ხელმძღვანელთან ლარი ფეიჯთან.

  1. გრძნობა, რომ რაიმე მნიშვნელოვანს ქმნიან

ამ შემთხვევაში მათი შრომის ეფექტიანობა ხუთჯერ იზრდება.

საინტერესოა, რომ გუგლი ცნობილია ელექტრონული სკუტერებით კამპუსზე, სასუსნავების ოთახებით ყველა შენობაში, სავარჯოშო, სათამაშო, ძილის ოთახებით. მაგრამ აქ კარგად იციან, რომ თანამშრომლებისთვის მხოლოდ მატერიალური გარემო არ არის მასტიმულირებელი.  ეს არ აჩერებს თანამშრომლებს კომპანაში და არც იზიდავთ მათ – ამბობს Bock. ეს ყვალაფერი ქმნის ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს, თუმცა კომაპანიაში თანამშრომლების დარჩენის გადაწყევლების მიღების პროცესში მთავარი ფაქტორი არ არის.

წყარო: www.independent.co.uk/news/