შემოგვიერთდით

კვების უზრუნველყოფა – მნიშვნელოვანი ბენეფიტი თანამშრომლებისთვის

ბენეფიტი განისაზღვრება, არამატერიალური ანაზღაურება, რომელსაც თანამშრომელი იღებს იმისათვის, რომ გაუჩნდეს კომპანიაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის სურვილი.

ბენეფიტები მრავალფეროვანი შეიძლება შევთავაზოთ თანამშრომლებს, რა თქმა უნდა შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი ხედვის შესაბამისად. მაგალითად:

  1. ხანგრძლივი არდადეგები ზაფხულის განმავლობაში, ანაზღაურებით
  2. არაჩვეულებრივი სამედიცინო პაკეტი
  3. ლამაზად, ინდივიდუალური გემოვნაბის შესაბამისად მოწყობლი სამუშაო მაგიდა თითოეული თანამშრომლისთვის
  4. კომფორტული ოფისი
  5. გამაჯანსაღებელი ცენტრი ოფისში, რომელიც თანამშრომლებს რელაქსაციის, დასვენების შესაძლებლობას აძლევს
  6. სილამაზის სალონი, მასაჟის კაბინეტი ოფისში
  7. სახლიდან მუშაობა
  8. 1 წლის განმავლობაში შეუზღუდავი შვებულება დედებისთვის, იმდენი დროით, რამდენიც ბავშვის აღზრდისთვისაა საჭირო
  9. უფასო ინტერნეტი სახლებში და ა.შ

მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, თანამშრომლების კვების თემა ყველა კომპანიაში სერიოზული ფიქრის საგანია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში.

ადამიანები ოფისში დიდ დროს ატარებენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თანამშრომლების პროდუქტიულობისთვის სამუშაო საათების განმავლობაში კვების უზრუნველყოფის, როგორც ბენეფიტის შეთავაზება.

თანამშრომლებს დღის განმავლობაში შესვენებისთვის სულ 1 საათი აქვთ, ამ დროში მათ კვებაც უნდა მოასწრონ. ხშირად ადამიანებს ამისთვის სამსახურიდან გასვლა უწევთ და ოფისში შორი მანძილიდან საკვების მოტანა, რაც დამატებით დროით და ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება, ასევე ხაზგასასმელია საკვების ხარისხიც.

გარდა ამისა, თანამშრომლებთან ერთად სადილი/ლანჩი ერთგვარი თიმბილდინგი და კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობაა.

თანამშრომლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ხომ თითოეული კომპანიის უმთავრესი საზრუნავი და საბოლოოდ კომპანიის წარმატების გარანტიაა.

ამ საკითხზე საინტერესოა თქვენი, აზრი. როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლოების კვების საკითხი ორგანიზაციაში.  გთხოვთ შეავსოთ კითხვარი:  https://sadili-ge.typeform.com/to/EaJs9K