შემოგვიერთდით

კონკურსი ,,HR ტურისტი” დაიწყო – რეგიონებში სტუმრობასა და ახალ აღმოჩენებზე რას იტყოდით?

HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით დაიწყო კონკურსი, გუნდური თამაში – „HR ტურისტი“, საქართველოს რეგიონების უცნობი ადგილების აღმოსაჩენად, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერი და მათი კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ. 

კონკურსის მიზანი HR მენეჯერებისა და მათი გუნდების მიერ საქართველოს რეგიონებში ახალი ადგილების აღმოჩენა, უცნობი ფაქტების შეგროვება და შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელებაა.  ამავე დროს, რეგიონული ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა. კონკურსში ჩართვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.

კონკურსის დეტალები:

  • თითოეული კომპანია წარმოადგენს ერთ გუნდს;
  • გუნდი შედგება რამდენიმე ადამიანისგან (ერთ გუნდში უნდა იყოს მინ. 3 წევრი);
  • აქედან გუნდს აკომპლექტებს და ლიდერი იქნება HR მენეჯერი;
  • ყველა მონაწილე მიიღებს დავალების დეტალურ აღწერას;
  • გუნდები რეგიონებში სურვილისამებრ 2-3 დღით დარჩებიან (კომპანიის ხარჯით). მონაწილეებს დავალების შესრულება ქართულ და ინგლისურ ენებზე მოუწევთ;
  • რეგიონებში გამგზავრებამდე Teamboat-ის დამფუძნებელი და ტრენერი, კონსულტანტი პაატა პაპავა ყველა მონაწილეს ტრენინგს ჩაუტარებს ეთნოგრაფიულ კვლევაზე: თუ როგორ აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ ტურისტული ადგილები, როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია მოკლე დროში და გადავიღოთ ფოტოები.
  • გუნდებმა მოგზაურობის შედეგად მომზადებული მასალა, საინტერესო პრეზენტაციების სახით, ჟიურის წევრებს უნდა წარუდგინონ შესაფასებლად.

ჟიური დაკომპლექტდება ტურიზმის სფეროსა და ბრენდინგის პროფესიონალებით.

შეფასების კრიტერიუმები:

  1. საინტერესო აღმოჩენები (ადგილი, ისტორია, ადამიანები, კულტურა და სხვა);
  2. ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;
  3. სასარგებლო CSR აქტივობები.

ტრენინგზე გუნდები რეგიონებში, ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდებიან (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო). შემდეგ კი, სასურველ ადგილმდებარეობას თავად შეარჩევენ.

კონკურსის ეტაპები:

  1. გუნდის რეგისტრაცია 10 აგვისტომდე: https://bit.ly/2LI2naS
  2. ტრენინგი  ,,ეთნოგრაფიული კვლევაზე”  –  14 აგვისტო 18:00 (King David, Meeting Space, მ.ალექსიძის 12)
  3. გამგზავრება რეგიონებში – თქვენს ხელშია მთელი აგვისტო და დრო 7 სექტემბრამდე. გაემგზავრეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს და მოამზადეთ საკონკურსო პრეზენტაცია;
  4. 7 სექტემბერი ფინალური შეხვედრა და პრეზენტაციების წარმოდგენა, ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა/დაჯილდოება.
მონაწილე კომპანიების გუნდებს გამგზავრებამდე Georgia Photo Agency ჩაუტარეს ტრენინგს თუ როგორ გაიდაიღონ ფოტოები ბუნებაში და კარგად წარმოაჩინონ ის რეგიონი, რომელშიც გაემგზვრებიან.

რატომ არის საინტერესო?

  • ახალი თავგადასავლები;
  • ზაფხული აღმოჩენებისთვის საუკეთესო პერიოდია. კონკურსის შედეგად, უფრო მეტი ადგილი გახდება ცნობილი და ტურისტულად მიმზიდველი;
  • დავეხმარებით ქართული ტურიზმის ინდუსტრიას (შიდა ტურიზმი), რადგან გუნდები ადგილობრივ მცირე ზომის სასტუმროებსა და გესთ ჰაუსებში დარჩებიან;
  • გუგლს კი საქართველოს რეგიონების შესახებ მეტ ინფორმაციას მივაწვდით, რაც საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ ტურისტებს კიდევ უფრო დიდ ინტერესს გაუჩენს ქვეყნის მიმართ, მასალები გამოქვეყნდება hrhub.ge -ზე ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კონკურსი დაეხმარება კომპანიებს რეგიონებში დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის გაზრდაში.

გუნდებს სურვილისამებრ შეუძლიათ ადგილობრივად განახორციელეონ CSR აქტივობები. მაგალითად წიგნებით დაეხმარონ ბიბლიოთეკებს, ჩაუტარონ ტრენინგი ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით, გესთ ჰაუსებს დაეხმარონ ცნობადობის გაზრდაში და ა.შ

დავალების შესასრულებლად გუნდებს აგვისტოს თვე ექნებათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, HR hub-ის Facebook-ის გვერდზე იქნება კამპანია და გავრცელდება მონაწილეების ფოტოები, ვიდეოები რომლებსაც ადგილიდან მოგვაწვდიან.

ფინალური ღონისძება კი, სადაც პრეზენტაციების წარმოდგენა მოხდება, გაიმართება 7 სექტემბერს. გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასული გუნდი, მიიღებს კონკრეტული რეგიონის საპატიო ელჩის სტატუსს.

ერთად შევიტანოთ წვლილი საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარებაში.

ვესტუმროთ, აღმოვაჩინოთ, დავეხმაროთ!

კონკურსის მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგიTeamboat და King David (KD MEETING SPACE)

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@hrhub.ge

  •  
  •  
  •  
  •