შემოგვიერთდით

მამუკა ბახტაძე: “დასაქმების პრობლემა, მცირე ხელფასი და ბევრი სხვა სოციალური კატაკლიზმი გაქრება”

საქართველოს პრემიერ მინისტრმა განათლების ახალი ეროვნული კონცეფცია წარმოადგინა.

პრემიერის განცხადებით, ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ყველაზე დიდი და მაშტაბური იდეა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებს უპრეცედენტო ვალებულებას ყოველწლიურად ეროვნული დოვლათის 6% ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განთლების სფეროს სრული ტრანსფორმაციისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.

“შარშან იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დავაანონსეთ განათლების ფართომაშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის. ეს რეფორმა ხორცილედება ხუთივე მიმართულებით:

  1. სკოლამდელი განათლება
  2. საშუალო განათლება
  3. პროფესიული განათლება
  4. უმაღლესი განათლება
  5. მეცნიერება

ახლა ხარისხოვან ახალ ეტაპზე გვინდა გადასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდიქტის 6 პროცენტიან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით “საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით” , რომელიც არსებულ და მომავალ მთავრობებს დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს განათლების სექტორში.

სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის 6 პროცენტის ინვესტირება განათლებაში გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი და ის მიაღწევს 10-11 პროცენტიან წილს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად საქართელო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტი არის განათლება  და ადმიანური კაპიტალის განვითარება. 

ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართელოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები. საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ  ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკუტენტუნარიანი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა პრივილეგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში.

განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ. ხსნა არის განათლებულ საქართველოში.

სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული სამეცნიერო, საგანმანათლებლო კერის ფუნქცას და გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და გაუწევს კონკრენციას მოწინავე ქვეყნებს.

ჩვენს მრავამხრივ, ნიჭიერ ახლგაზრდებს შეექმნებათ საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის უწყვეტი და თანმდიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

დასაქმების პრობლემა, სამუშო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და ბევრი სხვა სოცალური კატაკლიზმი გაქრება, რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არცერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებულ, განვითარებულ და განსწავლულ საზოგადოებაში.

ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი.” – აღნიშნა მამუკა აბახტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *