შემოგვიერთდით

26-27 თებერვალს GOOGLE Digital-ის 2 წამყვანი ტრენერი ტექნოპარკში ტრენინგს ჩაატარებს

26-27 თებერვალს თბილისში, ტექნოპარკში, Ogieurope-ის ორგანიზებით, ორ დღიანი ტრენინგი ,,მომხმარებელი და ბიზნეს სტრატეგია საქართველოში” გაიმართება.ღონისძიებას გაუძღვება GOOGLE Digital-ის 2 წამყვანი ტრენერი. Ogieurope-ს არა ერთი მსგავსი ღონისძიება აქვს ჩატარებული ბუდაპეშტში, მოსკოვსა და ბარსელონაში.

დეტალებზე ვესაუბრეთ ტრენინგის  ერთ-ერთ ორგანიზატორს სულხან ლაცაბიძეს.

HR hub: სულხან მოგვიყევით რა თემებს დაეთმობა 26-27 თებერვლის მარკეტინგული ღონისძიება?

ამ ორი დღის განსახილველი თემებია: Brand Storytelling და მომხმარებლებზე ორიენტირებული სტრატეგია, რომლებიც აუმჯობესებენ Customer Journey-ის და თავისთავად, გაყიდვების ზრდას უწყობენ ხელს.  აქ საუბარია მეტად პრაქტიკულ უნარებსა და მექანიზმებზე, რომლებიც სტუმრებს სესიის დასრულების შემდეგვე შეუძლიათ გამოიყენენონ როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე სტრატეგიული დაგეგმარების პროცესშიც.

HR hub: რას გვეტყოდით სპიკერების შესახებ?

დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვეორგანიზებინა ეს სესიები თბილისში. ამის მიზეზი იყო როგორც ტრენერების საოცრად გადატვირთული გრაფიკი, ასევე ogieurope-ის მიერ ორგანიზებული სხვა ღონისძიებები.

ერკიკ რენადრი და პილარ ბარიო ორივე გახლავთ Google Digital-ის ორი წამყვანი ტრენერი. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ალბათ ყველაზე ქარიზმატული ადამიანები არიან ვისაც შევხვედრივარ.

ერიკი სპეციალიზირდება customer centric და digital first მარკეტინგის მიდგომებზე. იგი მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Worner Brothers, Shell, Peugeot, HSBC.

რაც შეეხება პილარს, მისი მიმართულება Brand Storytelling-ია და ამ გზით მომხმარებელთან კავშირი. პილარი სტუმრებს აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა საკომუნიკაციო კონტენტი და რომელი არხი და მიდგომა შეესაბამება მათ ეფექტის მაქსიმიზაციისთვის.  რაც შეეხება პილარის პორტფოლიოს, ასე გამოიყურება: Play Station, BBC,  Sony, Microsoft ….

HR hub: ვის შეუძლია ღონისძიებაზე დასწრება?

ტრენინგი გათვლიალია 20-25 სტუმარზე, სასურველია, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს დიჯითალის, ბრენდის მართვის ან მარკეტინგის განყოფილების მენეჯერის ან ხელმძღვანელის გამოცდილება. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ და ტრენერებთან ერთად განიხილონ ის მიმდინარე გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც უხდებათ სამსახურებში.

HR hub: ბილეთების შეძენა უკვე დაწყებულია?

ბილეთების გაყიდვა დაწყებულიცაა და საკმაოდ ცოტა ადგილია დარჩენილი. როგორც ზემოთ აღვნიშნე მაქსიმუმ 20-25 სტუმერს ველოდებით თითოეულ დღეს.  ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე: ogieurope.com.

HR hub: შესაძლებელია თუ არა მხოლოდ 1 დღის ბილეთის შეძენა, ვისაც ის თემა აინტერესებს?

ტრენინგის სტრუქტურა დალაგებულია იმგვარად, რომ შედგება ორი დამოუკიდებელი მოდულისგან და სტუმრებს შეუძლიათ მათვის სასურველი თემატიკის მიხედვით აირჩიონ შესაბამისი დღე.

HR hub: რატომ უნდა დაესწრონ ამ ღონისძიებას?

ტრენინგის დროს საუბარი იქნება როგორც, ტექნიკურ მექანიზმებზე (დიჯითალ / არა დიჯითალზე) კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობის ტექნიკებზე და მეთოდოლოგიაზე, კონტენტ მარკეტინგის „კეთების“ (ეს ჩემი საყვარელი ნაწილია)  პრაქტიკულ მაგალითებზე, ბრენდის მენეჯმენტზე – ჩაშლილად კონტენტის ტიპებზე და მათ დადებით და უარყოფით ასპექტებზე. აქვე დავამატებ, რომ ტრენინგი მორგებულია ქართულ რეალობას და განხილული იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილება, არამედ არა ერთი ლოკალური და რეგიონალური ქეისი.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap