შემოგვიერთდით

,,მთავარია ვიცოდი, რომ მინდოდა სწავლა, იქ სადაც მართლა ასწავლიან!” – თამარ ხოსროშვილი

ვარგძელებთ  საქართველოს უნივერსიტეტის რუბრიკას ,,განათლება გაგამდიდრებს“. ამჯერად გაგაცნობთ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულ თამარ ხოსროშვილს.
ჩემს კარიერაში პირველი სწორი გადაწყვეტილება საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება იყო! თავის დროზე არ დავუჯერე მითებს, მჯეროდა საკუთარი თავის და რაც მთავარია ვიცოდი, რომ მინდოდა სწავლა, იქ სადაც მართლა ასწავლიან!
საქართველოს უნივერსტეტში მიღებული განათლება დამეხმარა, უნივერსტეტის დამთავრებისთანავე დამეწყო მუშაობა, ჩემი პროფესიით, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში, ნიკორაში, ბრედ მენეჯერის პოზიციაზე!
2019 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული საავტომობილო სფეროში და ამ ეტაპისთვის პორშე ცენტრი თბილისის და მაზდა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციას ვიკავებ.
უნივერსტეტში მიღებული განათლება, კარიერის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს უნივერსტეტში მიღებულმა განათლებამ სტრატეგიული კომუნიკაციების განხრით, მომცა საშულება თანამბრად შემესწავლა, როგორც მარკეტინგი ისე საზოგადოებასთან ურთიერთობა. შესაბამისად, ჩემთვის ადვილი იყო კარიერა მარკეტინგის მიმართულებით გამეგრძელებინა.

ჩემთვის საქართველოს უნივერსტეტი არის ადგილი, სადაც ზრუნავენ სტუდენტების განათლებაზე, წინსვლაზე და განვითარებაზე, სადაც ბევრ კარგ თანატოლ და უფროს მეგობარს შეიძენ, რომელთა მხარდაჭერასაც უნივერსტეტის დასრულების შემდეგაც მოგყვება!”.

  •  
  •  
  •  
  •