შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებთ გამოცდილების გარეშე?! არ იდარდოთ თქვენთვის ვაკანსიები გვაქვს

თუ სამსახურს ეძებთ და გამოცდილება ან უმაღლესი განათლება არ გაქვთ, არ იდარდოთ, თქვენთვის კომპანია “გეფა საწყობში რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

საჭიროა მხოლოდ მუშაობის სურვილი, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია.

სამუშაო ადგილი თბილისი.

გამოცდილება არ მოგეთხოვებათ.

გაეცანით ვაკანსიებს და დარეგისტრირდით 30 სექტემბრამდე: forms.vakansiebi

გაუზიარეთ ინფორმაცია ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს.

პოზიციები, გრაფიკი და სამუშაო აღწერა:

  • მძღოლი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 1100-1200₾

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და სპეც პირობების დაცვით პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება აფთიაქებისათვის. მანქანის ტექნიკური მდგომარეობის/გამართულობის უზრუნველყოფა.  გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • დიასახლისი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 650 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები: 

პასუხისმგებლობაში არსებული ტერიტორიის დაგვა/დასუფთავება და სველი წესით დასუფთავება. ჰიგიენის ნორმების დაცვა.

  • პროდუქციის შემგროვებელი

გრაფიკი: 08:00-17:00 ან 09:00-18:00 ან 10:00-19:00

ხელფასი: ქვედა ზღვარი 600 ლარი – ზედა ზღვარი 3 000 ლარი; თვიური შემოსავლის ცვალებადი ნაწილი დამოკიდებულია შესრულებაზე – საშუალო მაჩვენებელი 1600 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

აფთიაქიდან მოსული შეკვეთის მიხედვით, პროდუქციის შეგროვება და გზავნილის გამზადება. პროდუქციის შეგროვება ხდება ხელის პლანშეტის მეშვეობით. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • საწყობის დამხმარე/მუშა

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 700 – 860 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

საწყობში მიღებული პროდუქციის ჩამოცლა და შესაბამის სექტორებში გადანაწილება არსებული წესის მიხედვით.  გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • მაკულატურის შემგროვებელი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 700 – 860 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
მუყაოს ყუთების შეგროვება საწყობის პერიმეტრზე და სპეციალური აპარატის მეშვეობით დაპრესვა. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

რა ბენეფიტებით ისარგებლებთ:

  • კვების დაფინანსება;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
  • დანამატი არასრულწლოვან შვილებზე.

კომპანია და გუნდის ღირებულებები:

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. მათი უნარი გადალახონ გამოწვევები, დანერგონ ინოვაციები და დაასტიმულირონ ზრდა, გეფას წარმატების მამოძრავებელი ძალაა.

გეფა ბაზარზე წარმოდგენილია ორი სააფთიაქო ქსელით. თითოეული განსხვავებული პოზიციონირებით:

  • ჯპს-ის ქსელში შეგხვდებათ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქცია;
  • ფარმადეპოში – მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ბრენდები.

გეფა ორივე სააფთიაქო ქსელით ფარავს საქართველოს სრულ ტერიტორიას.

როგორი სამუშაო გარემოა კომპანიაში?

“გთავაზობთ გარემოს სადაც ბევრ საქმეს იწვევს ბევრი სიახლე და არა ბიუროკრატია, გარემოს სადაც კარიერული განვითარება ჩადებული წვლილის პირდაპირპროპორციულია, სადაც გისმენენ რადგან აინტერესებთ, სადაც შეგიძლია იყო ის ვინც ხარ, სადაც ერთ მაგიდასთან, არავინაა დირექტორი და დაქვემდებარებული, ყველა უბრალოდ გეფელია და გადაწყვეტილებაც ასე იჩარხება. ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ კომპანიით, მისი თანამედროვე, მაღალი მიმღებლობის მქონე და ზრდაზე ორიენტირებული მენეჯმენტით და უერთგულესი თანამშრომლებით. გელოდებით ჩვენს გუნდში”. – ,,გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი დიანა ბურდული. ინტერვიუ ვრცლად.

თუ ფარმაცევტი ხართ, თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს – ახალი სამუშაო ადგილები “გეფაში”

გეფაში სიახლეა, კომპანია იზრდება და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამჯერად კომპანიაა თბილისში, ფარმაცევტის ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

Continue reading “თუ ფარმაცევტი ხართ, თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს – ახალი სამუშაო ადგილები “გეფაში””

,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!

კომპანია ,,გეფა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ფარმაცევტებს შანსი აქვთ ჯპს-ის და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში დაიწყონ მუშაობა და ამავე დროს სასტუმრო ლოპოტას 2 კაციანი საგზური მოიგონ. Continue reading “,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!”

HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!

მესამე წელია HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. Continue reading “HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!”

GROW – პაშა ბანკში ფრონტ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება

პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება! Continue reading “GROW – პაშა ბანკში ფრონტ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება”

,,ვფიქრობ, შევძელით და შევქმენით სისტემა ყველა HR მენეჯერისთვის” – ნინო ფეიქრიშვილი

Self.ge – პირველი ქართული სრულად ციფრული HRMS პლატფორმა რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გააციფრულონ HR ბიზნეს პროცესები და შეამცირონ ამ პროცესებზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი. ჩვენ მის დამფუძენებელს ნინო ფეიქრიშვილს ვესაუბრეთ და საინტერესო ინტერვიუ მოგიმზადეთ.

HR hub: როგორი იყო ნინო ფეიქრიშვილის კარიერული გზა Self.ge – ის დაფუძნებამდე?

ჩემი HR კარიერა 10 წელზე მეტს ითვლის, ხშირად ეს სტაჟი ჩემი ასაკის გამო უკვირთ ხოლმე. 19 წლიდან ვმუშაობ და ვფიქრობ, თითოეული ჩემი წარმატებული ნაბიჯი სწორედ ადრეულ ასაკში დაწყებულ კარიერას უკავშირდება. 17 წლის ვიყავი როცა ამერიკაში წავედი სასწავლებლად და იქიდან დაბრუნებულმა მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. პირველი სამუშა გამოცდილება ბანკს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობით არ ვმუშაობდი, ვფიქრობ, ბანკში გატარებულმა პერიოდმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ამის შემდეგ, ძალიან მოულოდნელად მივიღე შეთავაზება ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიიდან, აი აქედან იწყება ჩემი პირველი პრაქტიკული გამოცდილება HR-ში. 2011 წელს დავიწყე გარკვევა ტექნოლოგიებში, მაშინ ეს ძალიან უცხო მიმართულება იყო და ძალიან რთული მეჩვენებოდა, ახლა ბევრია უკვე tech სფეროს hr პროფესიონალი და ერთმანეთის გამოცდილებიდან ბევრს სწავლობენ, მაშინ მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილებიდან ვსწავლობდით. შესაბამისად, ბევრს ვკითხულობდი, პროგრამული მიმართულებით ტრენინგებიც კი გავიარე, რომ ამ სფეროში უკეთ გავრკვეულიყავი.

ვფიქრობ სწორედ აქედან იწყება ჩემი სიყვარული ტექნოლოგიების და HR-ის ერთად. ამის შემდეგ უკვე იყო მენეჯერული პოზიციები ევექსის კლინიკებში, შემდეგ უკვე პალიტრა ჰოლდინგში და ნიკორას სუპერმარკეტებში, სადაც ვხელმძღვანელობდი HR დეპარტამენტებს. ვფიქრობ, სწორედ ამ წლებში მიღებულმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ მიმიყვანა სელფამდე.

HR hub: საიდან გაჩნდა იდეა? როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება დაგეტოვებინათ წარმატებული HR მენეჯერის კარიერა და სრულიად ნულიდან დაგეწყოთ თქვენი საქმე?

სელფის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ ალბათ ყოველდღე ვწერდი და ვშლიდი იმ საფრთხეებს და ბენეფიტებს რაც შეიძლება მოყოლოდა ჩემს სამსახურიდან წამოსვლას და ახალი საქმის ნულიდან დაწყებას. თითოეული ასეთი დაფიქრების დროს საფრთხეების ჩამონათვალი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ვბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას. არ ვიცი, პანდემიის პერიოდმა ვისზე როგორ იმოქმედა, მე კი ამ პერიოდში ბევრი რამ გადავაფასე და მივხდი, რომ დღეს თუ არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს მერე კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ხოდა, ალბათ, ეკონომიკურად ყველაზე არასტაბილურ პერიოდში დავტოვე სტაბილური სამსახური და 2021 წლის მარტში დავიწყეთ Self.ge. ვფიქრობ, ამაზე სწორი გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია.

დღეს ძალიან ვამაყობ ხოლმე ამ გადაწყვეტილებით, მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და რაც მთავარია მჯერა, რომ ამ საქმეს დადებითი ცვილელების მოტანა შეუძლია ციფრული ეკოსისისტემის განვითარებისთვის საქართველოში.

HR hub: როგორი ემოციაა, როცა საკუთარ ბიზნესს მართავთ. გეხმარებათ HR სფეროში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები?

ვფიქრობ, სელფის ძლიერი მხარე გარდა მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და გუნდისა, სწორედ ეს გამოცდილება და კონტაქტები აღმოჩნდა. მთელი ჩემი 10 წლიანი გამოცდილება ჩავდე ამ პროექტში. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი კოლეგა იყო ჩართული სელფის შექმნის პროცესში და ბევრი განსხვავებული გამოცდილება გავითვალისწინეთ თავიდანვე. სწორედ ამ გამოცდილებამ აქცია სელფი უნიკალურ პროდუქტად hr მენეჯერებისთვის.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროს პროფესიონალების მიერ გაწეული რეკომენდაციები სისტემის შესახებ. პროდუქტის ბაზარზე გამოჩენისთანავე, სწორედ წამყვანი HR პროფესიონალები იყვნენ პირველები, ვინც სელფის დანერგვა დაიწყეს თავის კომპანიებში და შემდეგ ბევრ კოლეგასთანაც გაგვიწიეს რეკომენდაცია, ეს იყო ყველაზე დიდი აღიარება და დაფასება იმ შრომის, რაც სელფის გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო ამ სისტემაში.

HR hub: რას ურჩევდით კოლეგებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ?

არ ვიცი, რამდენად შეიძლება მრჩევლად გამოვდგე, რადგან ამ ამპლუაში ჯერ ძალიან დამწყებად ვგრძნობ თავს, შემიძლია უბრალოდ გაგიზიაროთ რა გაკვეთილი მომცა ამ ერთმა წელიწადმა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გჯეროდეს შენი პროდუქტის, ეს დაგეხმარება ბევრ იმედგაცრუებას გაუძლო და მაინც მაქსიმუმი ჩადო იმ გამარჯვების მოლოდინში, რომლისაც მთელი გულით გჯერა. უნდა მოემზადო დაუსრულებელი უძილო ღამეების, დასვენების დღეებზე და შაბათ კვირას მუშაობისთვის. მაგრამ მერწმუნე ამას ისეთი ენთუზიაზმით აკეთებ და იმხელა ადრენალინს იღებ ყველანაირი დაღლა გავიწყდება. და ბოლოს, უნდა მოემზადო უსაზღვრო პასუხისმგებლობისთვის თითოეული იმ ადამიანის მიმართ ვინც გენდო სტარტაპს და საკმაოდ მსხვილი კომპანიებიდან შენთან გადმოვიდა სამუშაოდ. თქვენ უკვე თითოეულ მათგანზე აგებთ პასუხს, მათ კმაყოფილებაზე, სტაბილურობაზე, განვითარებაზე და სხვა.

სწორედ ამის გამო მჯერა, რომ ძალიან უნდა გიყვარს შენი საქმე, ძალიან გჯეროდეს იდეის იმისთვის რომ ეს სირთულეები დაძლიო და საბოლოო წარმატებამდე მიხვიდე.

HR hub: Self.ge უკვე ერთი წლისაა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რა გამოწვევების გადალახვა მოუწია კომპანიას დაარსებიდან დღემდე?

ჩვენთვის საამაყოა, რომ „სელფის“ სისტემით 200-მდე კომპანიის 38 000-ზე მეტი დასაქმებულის პორტფელი იმართება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა წელმა ყველა დასახულ გეგმას და მოლოდინს გადააჭარბა. „სელფმა“ შეძლო და გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორისთვის და არა მარტო. მიხარია, რომ დღეს „სელფი“ აერთიანებს 200-მდე როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. მიუხედავად იმისა რომ პირველ ბიზნესგეგმაში ძირითადი გათვლა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე გვქონდა, დღეის მდგომარეობით, ჩვენი სამომხმარებლო პორტფელის 25% მსხვილ ორგანიზაციებს უჭირავს. თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ შევძელით ისეთი ბიზნესმოდელი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის კომპანიებს (რომელთა გუნდის რაოდენობა 10-15 კაცს არ აღემატება) პროცესების გაციფრულების კუთხით პირველი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა ის, რომ მცირე ზომის კომპანიებს ვაძლევთ წვდომას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო მათთვის.

HR hub: კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

განვლილმა ერთმა წელმა უზომოდ ბევრი რამ გვასწავლა. ძალიან დიდი სისწრაფით განვითარდა როგორც პროდუქტი, ისე გუნდი. გაიზარდა ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვი, დღეს უკვე 200-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რამდენიმე ქვეყანაში გავიდეთ, თუმცა უცხო ბაზრებზე გასვლას ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო უძღვის, რომელიც კანონმდებლობის შესწავლას, მის პლატფორმასთან ადაპტირებას და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის სპეციფიკასთან გაცნობას უკავშირდება, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია და იმედი მაქვს, „სელფს“ წლის ბოლომდე უკვე სხვა ქვეყნებშიც გაიცნობენ და შეიყვარებენ.

Continue reading “,,ვფიქრობ, შევძელით და შევქმენით სისტემა ყველა HR მენეჯერისთვის” – ნინო ფეიქრიშვილი”

ქართველი რეკრუტერი Microsoft-ში

ძალიან გვახარებს ქართველების წარმატება საზღვრებს მიღმა და განსაკუთრებით ჩვენს სფეროში.  Continue reading “ქართველი რეკრუტერი Microsoft-ში”

სალომე გოგაშვილი კომპანია ,,ამაზონის” არეა მენეჯერია

ამ ბოლო დროს ხშირად ვიგებთ ინფორმაციას ქართველების კომპანია ,,ამაზონში” დასაქმების შესახებ, რაც ფრიად სასიხარულოა.  Continue reading “სალომე გოგაშვილი კომპანია ,,ამაზონის” არეა მენეჯერია”

სამოტივაციო წერილი შაბლონი თუ კანდიდატების გადარჩევის რეალური საშუალება?!

სამსახურის ძიების პროცეში ხშირად ვაწყდებით ვაკანსიებს სადაც სამოტივაციო წერილს ითხოვენ.  Continue reading “სამოტივაციო წერილი შაბლონი თუ კანდიდატების გადარჩევის რეალური საშუალება?!”

სამსახურს ეძებ?! – პალიტრა მედია ჰოლდინგს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება.

სამსახურის მაძიებლები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8 შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ პალიტრა მედია ჰოლდინგის შერჩევის მიმართულების ხელმძღვანელის მარიამ ლოცულაშვილისა და შერჩევის მენეჯერის ლიკა ზაზაშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

პალიტრა მედია ჰოლდინგი – ეს არის კომპანია ძალიან მნიშვნელოვანი წარსულით და მომავლის ამბიციური ხედვით.

ჩვენი ისტორია 1995 წლიდან იწყება,  25 წელია ვქმნით კომპანიას, რომელიც ბაზარზე იკავებს ლიდერ პოზიციას თავის ინდუსტრიაში.

50 შვილობილი კომპანია, 6 მსხვილი ინდუსტრია და და 2500-ზე მეტი თანამშრომელი – ეს არის ის მნიშვნელოვანი მიღწევები რითიც ვამაყობთ.

ვამაყობთ ჩვენი გუნდის თითოეული წევრით. კრეატივი, მოტივაცია და განსხვავებული აზროვნება – ეს ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებია, რომელიც  კომპანიის თანამშრომლებს გვაერთიანებს. წარმოიდგინეთ, ჰოლდინგის 2000 თანამშრომელი სხვადასხვა მოსაზრებითა და მსოფლმხედველობით…

ამ მხრივ ყველა განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთი მიზანი და ჩვენი  საქმის სიყვარული არის ის, რაც ერთ გუნდად გვაერთიანებს. ჩვენ გვჯერა თითოეული ადამიანის და იმის, რომ ერთიანი, შეკრული გუნდით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს. ჩვენი წარმატების გასაღები ჩვენი გუნდის წევრებშია.

ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს:

გუნდურობა

ჩვენ გვჯერა ადამიანების და იმის, რომ ერთიანი შეკრული გუნდით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს.

განათლება

ჩვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებასა და განათლებაში.

ინოვაციურობა

ვაზროვნებთ არაორდინალურად, რათა გამოვიწვიოთ ცვლილებები და შევქმნათ ახალი, უფრო ღირებული.

ლიდერობა

გამბედაობა ქმნის უკეთეს მომავალს, სწორედ ამიტომ, არ ვუშინდებით ახალს და შესაძლებლობებს რეალობად ვაქცევთ.

საქმის სიყვარული

გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სიყვარულის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

ბედნიერი მომხმარებელი

მომხმარებელი, ჩვენი სიცოცხლისუნარიანობაა, სწორედ ამიტომ, ვაფასებთ მას და ვცდილობთ ხანგრძლივი, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიას აქვს, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატი თანხვედრაში იყოს კომპანიის კორპორატიულ კულტურასთან.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმესრომელიც …

რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული კანდიდატის რეზიუმეს განვიხილავთ, თუმცა, ვფიქრობ, რეზიუმის წარმოდგენა excel-ის ან power point-ის ფორმატით არ არის სწორი.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატსთქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩვენთან დასაქმებულ თანამშრომლებს ვთავაზობთ სტაბილურ, მრავალფეროვან, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, ბევრ საინტერესო პროექტს და ბენეფიტს.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

სანამ კომპანიაში გასაუბრებაზე მიხვალთ, აუცილებლად გაეცანით ინფორმაციას კომპანიის შესახებ, გასაუბრებაზე იყავით თავდაჯერებული, დასვით კითხვები და ეცადეთ HR მენეჯერს დაანახოთ თქვენი მოტივაცია.