შემოგვიერთდით

პირველი ლუდის სომელიე საქართველოში “9 მთიდან” – ზაზა ჭადაშვილი

ზაზა ჭადაშვილი პრაქტიკოსი იურისტია. მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა რაც 5 წლის წინ ლუდის სიყვარულმა ვარშავის კრაფტ ლუდის ფესტივალზე მიიყვანა, სადაც აქამდე მისთვის უცნობი ახალი და მრავალფეროვანი კრაფტ ლუდის სამყარო აღმოაჩინა. 
საქართველოში იმ დროს მხოლოდ ერთფეროვანი ინდუსტრიული ლუდი იყო ხელმისაწვდომი, რის გამოც მას სანუკვარი სასმელის დასაგემოვნებლად ონლაინ მაღაზიებში ლუდის სხვადასხვა სახეობის გამოწერა, უცხოეთში მყოფი მეგობრების შეწუხება და მიზნობრივად მოგზაურობა უწევდა.

მან ამ გზით 1000-ზე მეტი სხვადასხვა ლუდის დაგემოვნება და შესწავლა მოასწრო.

მისი შრომატევადი ჰობი და გატაცება 9 მთის კრაფტ ლუდის სივრცის გახსნამ გაამარტივა, რამაც ის ერთი წლის 9 მთის ერთგული მომხმარებლიდან ჩვენი გუნდის წევრად აქცია.

ზაზამ გადაწყვიტა ჰობი თავის მეორე პროფესიად ექცია, რათა ქართველ მომხმარებლებს დაეხმაროს ნამდვილი ლუდის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენასა და მასში მოგზაურობაში.

წყარო: 9 მთა • 9 Mta.

  •  
  •  
  •  
  •