შემოგვიერთდით

როგორი CV ექნებოდა ივანე ჯავახიშვილს ?

  • პირადი ინფორმაცია

სახელი გვარი: ივანე ჯავახიშვილი

დაბადების თარიღი : 11 (23) აპრილი 1876 წ.

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

სამუშაო გამოცდილება

1917-1903 წწ.     პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი

1917—1907 წწ. – პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის დამაარსებელი

1912-11 წწ. –  კვლევის ინიციატორი და ხელმძღვანელი (რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობდა რუსეთში      და საზღვარგარეთ; რამდენი და რა სპეციალობის ქართველი სწავლული მოღვაწეობდა სხვადასხვა უმაღლეს        სასწავლებელში)

1907 წ. – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი

1902 წ. – ქართული ხელნაწერების აღწერა და შესწავლა სინას მთაზე

ლექტორი – საჯარო ლექციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი

განათლება

1918წ. – პროფესორის სამეცნიერო წოდება

1907 წ. –  პეტერბურგი უნივერსიტეტის ქართული სიტყვიერების მაგისტრი

1901-1902 – ბერლინის უნივერსიტეტი, კვალიფიკაციის ამაღლება

1895-1899 წწ. – პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ                                     განყოფილება

1888-1895წწ. –  თბილისის პირველი გიმნაზია

ჯილდოები/მიღწევები:

პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი – ნაშრომისთვის – ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში;

მამულიშვილობა და მეცნიერება, საქართველოს  მეფე და მისი უფლების ისტორია, პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX ს-ში, საქართველოს ეკონომიკური ისტორია და სხვა ნაშრომების ავტორი;

“ქართველი ერის ისტორიის” პირველი ორი ტომის ავტორი;

ენები: აღმოსავლურ, კლასიკურ და დასავლეთ-ევროპული.

რეკომენდატორი: ნიკო მარი –  ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის აკადემიის წევრი.

პ.ს ასეთი იქნებოდა დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის CV სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებამდე.

  •  
  •  
  •  
  •