შემოგვიერთდით

სავალდებულო დაზღვევის შეძენა ყველა იურიდიული პირისთვის აუცილებელია

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, მუშაობის პერიოდში დააზღვიოს დასაქმებულები უბედური შემთხვევისგან. აღნიშნული მუხლი ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა.

სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობიანი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმის” მარკეტინგის მენეჯერს ანა გოგიაშვილს.

HR hub: რას გულისხმობს უბედური შემთხვევის დაზღვევა?

ანა გოგიაშვილი: სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

HR hub: რას სთავაზობთ კომპანიებს?

სადაზღვევო კომპანია პრაიმი კომპანიებს და მათ დასაქმებულებს სთავაზობს დაზღვევის საუკეთესო პირობებს მაღალი ლიმიტებით და მოქნილი ანაზღაურების სისტემით, რომელიც ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ჩვენი დაზღვევა ფარავს არამარტო  გარდაცვალებას, არამედ მნიშვნელოვნად, მკვეთრ და ზომიერად გამოხატულ ქმედუუნარობას.

  •  
  •  
  •  
  •