შემოგვიერთდით

როგორ აღნიშნეს ორგანიზაციებმა დედის დღე?

დღეს 3 მარტი ორგანიზაციებშიც აღნიშნეს და ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.

ნიკორა სუპერმარკეტის” HR გუნდმა, 3 მარტთან დაკავშირებით თბილისში, ბაკურიანსა და ქუთაისში მრავალშვილიან დედებს იამზეს, ინგასა და შორენას სიურპრიზი მოუწყო და დედის დღე მიულოცა.

მართლაც ბედნიერებაა გყავდეს 5 და მეტი შვილი, იყო რეალიზებული და გქონდეს შესაძლებლობა შექმნა მათი წარმატებული მომავალი.

“”ნიკორა სუპერმარკეტი” გილოცავთ დედის დღეს 💐

ამ პატარა ვიდეო რგოლით გვინდა გაგაცნოთ ჩვენი მრავალშვილიანი დედები იამზე, ინგა, შორენა და მოგიყვეთ იმ პატარა სიურპრიზის შესახებ რომელიც მათ მოვუწყეთ” – წერენ კომპანიის კარიერის გვერდზე: Nikora Career • ნიკორა კარიერა.

პალიტრა მედია ჰოლდინგმა” კი ასეთი ლამაზი გარემო დაახვედრა ოფისში მისულ თანამშრომლებს.

დედის დღე მიულოცა  თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.

 

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap